„ტიფანი“ -ს ისტორია 2013 წელს იწყება. ინტერიერის დიზაინერებთან ერთად თითოეული დეტალის გათვალისწინებით ნათელი, ელეგანტური და დახვეწილი სივრცე შეიქმნა.
2014 წელის დეკემბერში ტიფანი ოფიციალურად გაიხსნა, განსხვავებული, დახვეწილი ინტერიერით, მრავალფეროვანი მენიუთი, უგემრიელესი კერძებით, პანორამული ხედებით დღემდე აქტიურად და წარმატებულად აგრძელებს ფუნქციონირებას.
„ტიფანი” გამოირჩეოდა მრავალფეროვანი მენიუთი და უგემრიელესი კერძებით, პირველი შეფ მზარეული კოტე თედელური იყო, გვყავს ბრენდ შეფები და ვცდილობთ საინტერესო და საერთაშორისო მენიუ შევთავაზოთ მომხმარებელს. „ტიფანი“ ცნობილია დესერტებით, კოქტეილებით და სასმელებით. დაარსებიდან დღემდე არაერთი გამარჯვება გვაქვს მოპოვებული, რომელთა შორისაცაა გასტრონომიული ჯილდო 2018 და 2019 წლებში. მუდმივად ვცდილობთ გასტრონომიულ სიახლეები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. 8 წლის განმავლობაში მუდმივად ვმუშაობთ, რომ უფრო წინ წავიდეთ. 2017 წლიდან ტიფანი მომხმარებელს არაჩვეულებრივი პანორამული ხედით ვერანდას სთავაზობს, სადაც 100 – მდე ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი, სადაც ხშირად ცოცხალი მუსიკის და დიჯეის საღამოები ეწყობა, ვერანდა არ არის ფერადი, ტიფანის ბარის ხელი და ხაზი ეტყობა. ვერანდა ასევე გამოირჩევა ღია სამზარეულოთი, ღამით არაჩვეულებრივი განათებით“ – დიმიტრი შველიძემ Geobusinessnews-თან საუბრის დროს.
„ტიფანი“ მომხმარებელს ნოემბერში ერთი კვირის განმავლობაში იტალიის საელჩოსთან ერთად იტალიურ კვირეულს სთავაზობს, 3 დეკემბერს საქველმოქმედო საშობაო ბაზარზე საფრანგეთის საელჩოს სტენდის ქვეშ „ტიფანი“ იქნება წარმოდგენილი, სადაც შემოსული თანხა სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება. 9 დეკემბერს დაბადების დღესთან დაკავშირებით სასიამოვნო კვირეული იგეგმება, ხოლო დეკემბრის თვის ბოლოს „ტიფანი“ აქციებით და ახალი წლის გალა საღამოთი გაანებივრებს მომხმარებელს, რომელიც ვერანდაზე მოეწყობა