მეცნიერებმა „რობო-თევზის“ კონცეპტი, რომელმაც სარის უნივერსიტეტის რობოტექნიკის კონკურსში გაიმარჯვა, რეალობად აქციეს.
„წყლის დაბინძურება, განსაკუთრებით პლასტმასით, უდიდესი პრობლემაა. ამით არა მხოლოდ ოკეანე, არამედ მდინარეები, ნაკადულები, ტბები და ტბორები იტანჯებიან. ეს გამოგონება კი ყველა პრობლემას მოაგვარებს“, – განაცხადა სარის საგრაფოს უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის ბოლო კურსის სტუდენტმა და ამავე უნივერსიტეტის რობოტექნიკის კონკურსის გამარჯვებულმა ელეანორ მაკინტოშმა.
„ჩემი დიზაინი მრავალფუნქციურობაზე იყო მომართული. რა არის იმაზე უკეთესი წყალში პრობლემების მოსაგვარებლად, ვიდრე ის არსება, რომელიც ისედაც წყლის ბინადარია.
რობო-თევზს აქვს ლაყუჩები, რომელსაც ცურვისას წყლის გასაფილტრად იყენებს. ნაკეთობა ორაგულის ზომისაა. თევზები გარემოსთან ადაპტირებულები არიან და მათი ლაყუჩები ბუნებაში საოცარი მექანიზმია, რომ წყალი ჟანგბადისგან გაფილტროს, ამიტომ ჩემი დიზაინი სწორედ ამ პრინციპით შევქმენი. რობო-თევზის ლაყუჩები მიკრო პლასტმასის გაფილტვრის პრინციპს მოვარგე“, – განაცხადა მაკინტოშმა.
რობოტი წყალქვეშ თავისი კუდისა და ფარფლების დახმარებით მოძრაობს და მუდმივად პირი ღია აქვს, რომ მოახერხოს წყლისა და მიკრო-პლასტმასის დაჭერა. როდესაც ღრმული ივსება, რობოტი პირს ხურავს და ლაყუჩებიდან უკვე გაფილტრულ წყალს უშვებს, ხოლო პლასტმასის ნარჩენებს იტოვებს.
50 სანტიმეტრის სიგრძის რობო-თევზს უკვე შეუძლია დააფიქსიროს პატარა ზომის, 2 მილიმეტრიანი ზომის პლასტმასაც. ამჟამად არსებული პროტოტიპი დისტანციურ მართვის პულტთანაა დაკავშირებული.