ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველოში 498 477 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 55 874, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 442 603 იყო.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 125.9%-ით, 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით კი – 858.3%-ით არის გაზრდილი, პანდემიამდელ 2019 წლის ოქტომბერის მაჩვენებელს კი 36.3%-ით ჩამორჩება.
2022 წლის ოქტომბერში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა:
- რუსეთი – 109 158 ვიზიტორი;
- თურქეთი – 81 033 ვიზიტორი;
- სომხეთი – 72 877 ვიზიტორი;
- საქართველო (არარეზიდენტი) – 28 305 ვიზიტორი;
- ისრაელი – 23 761 ვიზიტორი;
- უკრაინა – 15 133 ვიზიტორი;
- აზერბაიჯანი – 13 719 ვიზიტორი;
- ყაზახეთი – 9 461 ვიზიტორი;
- ბელარუსი – 9 066 ვიზიტორი;
- ირანი – 8 012 ვიზიტორი;
- გერმანია – 5 679 ვიზიტორი;
- პოლონეთი – 5 269 ვიზიტორი;
- საუდის არაბეთი – 5 004 ვიზიტორი;
- ტაილანდი – 4 474 ვიზიტორი;
- ინდოეთი – 4 219 ვიზიტორი.