9 თვეში საქართველომ $3.9 მილიონის 859 ტონა ნაყინი შეიძინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში ექსპორტით მიღებული შემოსავალი – 37.1%-ით, ხოლო შეძენილი საქონლის მოცულობა 16%-ით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნაყინი გაძვირდა, რამაც იმპორტის ღირებულების ამ მოცულობით ზრდა გამოიწვია.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ ყველაზე მეტი ნაყინი თურქეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან შეიძინა. ამასთან, ნაყინის იმპორტი სულ რვა ქვეყნიდან განხორციელდა:
1. თურქეთი – 1.3 მლნ დოლარი, 294 ტონა;
2. რუსეთი – 1.2 მლნ დოლარი, 169 ტონა;
3. უკრაინა – 608 ათასი დოლარი, 182 ტონა;
4. საფრანგეთი – 412 ათასი დოლარი, 89 ტონა;
5. სომხეთი – 265 ათასი დოლარი, 95 ტონა;
6. ბელარუსი – 69 ათასი დოლარი, 20 ტონა;
7. გერმანია – 62 ათასი დოლარი, 8 ტონა;
8. ნიდერლანდები – 3 ათასი დოლარი.