ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა 2021 წლიდან ახორციელებს პროექტს უსაფრთხო სტომატოლოგიური სერვისის დანერგვაზე. ლიგის პრეზიდენტი პროფესიით სტომატოლოგი ირინა ბერკაცაშვილია, რომელმაც თანამოაზრე სტომატოლოგებთან ერთად დაარსა ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა.
“ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის შექმნის იდეა სტომატოლოგიაში არსებულმა პრობლემებმა განაპირობა. ძირითადად ეს იყო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეუძლებლობა კანონმდებლობის შესახებ და უსამართლო ჯარიმები, არაჯანსაღი კონკურენცია, რაც ხელს გვიშლიდა სტომატოლოგიური კლინიკების დამფუძნებლებს ბიზნესისა და პროფესიულ განვითარებაში. ეს კი იწვევს, პროფესიონალი კადრების დასუსტებას, საზღვარგარეთ გადინებას და არაჯანსაღი კონკურენციის ფონზე არაპროფესიონალიზმის გაძლიერებას, რაც ზრდის პაციენტების უკმაყოფილებას.” – განაცხადა ირინა ბერკაცაშვილმა Geobusinessnews.com-თან საუბრის დროს.
ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა სტრუქტურულად რეგიონებადაა დაყოფილი და თითოეულ რეგიონს კოორდინატორი კურირებს. კოორდინატორები კიდევ ერთიან ჯგუფს ქმნიან, რომლებიც 24 საათიან კავშირზე არიან წევრებთან და ერთმანეთთან. ნებისმიერ შეკითხვაზე, რომელიც შემოდის მყისიერად გაიცემა კანონმდებლობით გამყარებული დაზუსტებული პასუხი. კლინიკები, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ან ეხლა იხსნება, ნებაყოფლობით, მათივე მომართვის საფუძველზე მათ მობილური ჯგუფები უწევენ კოორდინაციას და ადგილზე მისვლით ეხმარებიან სწორად დაგეგმარებაში, დოკუმენტაციის მოწესრიგებაში, კანონმდებლობის გათვალისწინებასა ან დარღვევების აღმოჩენაში და მათ გამოსწორებაში.
“ჩვენი წევრები სარგებლობენ ფასდაკლებით სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებთანაც, მათ ფასდაკლებით შეუძლიათ იყიდონ მასალა,დაესწრონ სხვადასხვა ლიგის დაგეგმილ ტრენინგებსა და კონფერენციებს. სრულიად უფასოა ჩვენი შეხვედრები და რაც ყველაზე მეტად გვახარებს ეს არის გუნდურობის პრინციპი. ჩვენთან ყველა ერთმანეთს ეხმარება. საოცარი კოლეგიალური და თბილი გარემოა ყოველთვის.”
ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა მუდამ ზრუნავს სტომატოლოგების განვითარებაზე და სიახლეებს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციასა (SGBA) და ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგას შორის მემორანდუმი გაფორმდა.
SGBA ხელს უწყობს პარტნიორი კომპანიების განვითარებასა და ცნობადობის გაზრდას, რაც მედია მხარდაჭერით გამოიხატება. გარდა, ამისა ასოციაცია ზრუნავს თითოეული წევრის გაყიდვების ზრდაზე და მათთვის საჭირო, ინდივიდუალურ შეთავაზებებზე.