დღის სიახლეებისიახლეები

2023 წლიდან ნიდერლანდები „სიცილის აირის“ გაყიდვას აკრძალავს

0
გაზიარება

2023 წლის 1 იანვრიდან ჰოლანდიის მთავრობამ აზოტის ოქსიდის გამოყენება აკრძალა, რომელიც ახალგაზრდების მიერ ნარკოტიკულ საშალებად გამოყენების გამო ქვეყანაში „სიცილის აირად“ არის ცნობილი.

„ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ უკვე გამოაქვეყნა. მომავალი წლიდან რეკრეაციული გამოყენებისთვის „სიცილის აირის“ იმპორტი, გაყიდვა ან ფლობა იკრძალება. აზოტის ოქსიდის გამოყენება მხოლოდ სამედიცინო და ტექნიკური მიზნებისთვის, ასევე, საკვები პროდუქტების დანამატად იქნება ნებადართული.

ნიდერლანდების ტრიმბოსის ინსტიტუტმა, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობას სწავლობს, დაადგინა, რომ წვეულებებზე ახალგაზრდების 37% აზოტის ოქსიდს რეგულარულად შეისუნთქავს. მისი ჩასუნთქვის დროს ადამიანი ხანმოკლე ეიფორიას განიცდის. „სიცილის აირი“ ბოლო წლებში ფესტივალებზე გავრცელდა, რადგან თავისუფლად იყიდებოდა. მას, ასევე, ათქვეფილი ნაღების დასამზადებლად, ხოლო სტომატოლოგიაში ანესთეზიისთვის იყენებენ.ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრი, მარტენ ვან ოიენი აცხადებს, რომ არსებობს სერიოზული რისკი ტვინსა და სხეულზე „სიცილის აირის“ ზემოქმედების შესახებ. ის განსაკუთრებით ავიტამინოზთად ასოცირდება, რამაც შესაძლოა, ნერვების შეუქცევადი დაზიანება და ხანგრძლივი დამბლა გამოიწვიოს, ასევე, ავტოსაგზაო შემთხვევების ხშირი მიზეზი გახდეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან „სიცილის აირი“ ოპიუმის აქტის შავ სიაში მოხვდება. მანამდე მისმა მწარმოებლებმა და სამედიცინო აზოტის ოქსიდის გამყიდველებმა პასუხისმგებლობის თავიდან აიცილების მიზნით მთავრობას განაცხადით უნდა მიმართონ.

ნიდერლანდები გახდება პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელიც „სიცილის აირს“ აკრძალავს. 2020 წელს დანიამ მისი გაყიდვა მხოლოდ არასრულწლოვნებისთვის შეზღუდა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!