PARTY LAB • ფართი ლაბ – ივენთ კომპანიაა, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია 2020 წლიდან. კომპანიის დამფუძნებლები ნინო ბერიშვილი და მარიამ დავითაშვილი არიან :
“ჩვენს გუნდთან ერთად, დაარსების პირველივე დღიდან მომხმარებელს ვთავაზობთ ყველაზე განსხვავებულ, ტრენდულ და თემატიკაზე მორგებულ პროდუქტს – დეკორაციებს, რომლებიც ჯერ არავის შემოუთავაზებია ქართულ ბაზარზე! ჩვენი შესაძლებლობები შეუზღუდავია, რაც ჩვენი კომპანიის სავიზიტო ბარათია მომხმარებელთან ურთიერთობაში!”
Party Lab •ფართი ლაბ-ის მიზანია საქართველოში დანერგოს ივენთ დეკორაციების ტრადიცია, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიულ პირებისთვის. დღევანდელ რეალობაში უფრო და უფრო რთული წარმოსადგენი ხდება წვეულება შესაბამისი გაფორმების გარეშე, იქნება ეს კორპორატიული საღამო, კომპანიის იუბილე, კომპანიის გახსნასთან დაკავშირებული წვეულება, ქორწილი, ნიშნობა, ნათლობა თუ დაბადების დღე!
სწორად დაგეგმილი ივენთი ხომ თქვენს და თქვენი კომპანიის იმიჯზე დადებით აისახება! ამიტომაც “ფართი ლაბის” მიზანია, მომხმარებლებს მათზე მორგებული მომსახურება შესთავაზოს.
Party Labთქვენს ოცნებებს და სურვილებს რეალობად აქცევს!