დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

საქართველოში წამლების ფასი კანონით დარეგულირდება

0
გაზიარება

საქართველოში წამლების ფასი კანონით დარეგულირდება, რომელიც გულისხმობს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის ავტორიც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა.

განმარტებით ბარათშია აღნიშნულია,რომ კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია, რეგულირებულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე ფასების შემცირება, რაც შესაბამისობაშია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის 2022-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმასთან, რომლითაც პროგნოზირებულია, რომ ჯანდაცვაზე ჯიბიდან დანახარჯებში, მედიკამენტების წილი 62%-დან (საბაზისო 2020 წელი) შემცირდება 15%-მდე (სამიზნე 2030 წელი).

კანონი ქმნის ფარმაცევტული პროდუქტის ფასის რეგულირების სამართლებრივ საფუძველს, კერძოდ:ადგენს მინისტრის უფლებამოსილებას, განსაზღვროს ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების წესი და პირობები; განსაზღვროს მედიკამენტები, რომლებზეც გავრცელდება ფასის სახელმწიფო რეგულირება და განსაზღვროს მათი რეფერენტული ფასები;კრძალავს მედიკამენტების, რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასში რეალიზაციას და განსაზღვრავს აღნიშნულზე პასუხისმგებელ პირებს და ადმინისტრირების ზომებს;ადგენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვალდებულებას, დაადგინოს რეფერენტული ფასები, უზრუნველყოს ფასების ოფიციალური კატალოგის წარმოება და საჯაროობა.ადგენს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვალდებულებას, განახორციელოს ფასების ზედამხედველობა;

იცვლება რამდენიმე ტერმინი და შემოდის ახალი ტექნიკური ტერმინებიც. კერძოდ:

რეფერენტული საცალო ფასი – ფარმაცევტული პროდუქტის საცალო რეალიზაციის ზღვრული მაქსიმალური ფასი ლარებში, სააფთიაქო დარიცხვის ჩათვლით;რეფერენტული საბითუმო ფასი – ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის ზღვრული მაქსიმალური საბითუმო ფასი ლარებში, საბითუმო დარიცხვის ჩათვლით.რეფერენტული ფასების კატალოგი – ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების, დადგენილი ფორმატის ოფიციალური ჩამონათვალი; რეფერენტული ფასების კატალოგი საჯაროა და განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

გენერიკული ფარმაცევტული პროდუქტი – სამკურნალო საშუალება, რომელსაც გააჩნია აქტიური ნივთიერების ისეთივე თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა, იგივე ფარმაცევტული ფორმა, როგორიც რეფერენს პროდუქტს და რომლის ბიოექვივალენტობაც რეფერენსთან მიმართებაში, დადასტურებულია შესაბამისი ბიოშეღწევადობის კვლევებით;

ბიოშეღწევადობის კვლევები არ მოეთხოვება განმცხადებელს, თუ მას შეუძლია დემონსტრირება, რომ გენერიკული პროდუქტი შეესაბამება სათანადო დეტალური გაიდლაინებით დადგენილ შესაბამის კრიტერიუმებს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!