ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ტურიზმიდან საქართველომ 2.9 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
2022 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ პირველად გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 2 854 529 093 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 100.2% აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-ოქტომბრის შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 183.2%-ით ანუ 1 846 592 397 აშშ დოლარით.
2022 წლის ოქტომბერში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 337 345 577 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 126.4% აღდგენაა, 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 195 063 713 აშშ დოლარით ანუ 137.1%-ით.