სააგენტო Reuters-ი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრზე ჯეიმს მერდოკზე დაყრდნობით წერს, რომ ბიზნესმენი ილონ მასკი ჩამოყალიბდა არჩევანში, თუ ვინ დაიკავებს კომპანია Tesla-ს გენერალური დირექტორის თანამდებობას.მერდოკის თქმით, მასკმა „მემკვიდრე“ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შეარჩია, თუმცა მის ვინაობას ჯერ კომპანიაშიც არ ამხელს.
ილონ მასკმა 6 ნოემბერს ტვიტერში მის ხელმომწერებს კითხა – უნდა გაყიდოს თუ არა კომპანიაში მისი კუთვნილი აქციების 10%.
კომპანია Tesla ილონ მასკმა 2003 წელს დააფუძნა. მისი სათაო ოფისი ოსტინში მდებარეობს. თავიდან კომპანია სპეციალიზირებული იყო მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე, თუმცა მოგვიანებით მზის ელემენტების გამოცემაც დაიწყო.