დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

2024 წლიდან Apple-ი ამერიკულ ჩიპებზე გადავა – Bloomberg

0
გაზიარება

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა გერმანიაში, ადგილობრივ ინჟინრებთან და საცალო მოვაჭრეებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ 2024 წლიდან Apple-ი ამერიკულ ჩიპებზე გადავა, რომელსაც კომპანიის მიერ არიზონაში შეძენილი ქარხანა აწარმოებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

არიზონის ქარხანა ფუნქციონირებას 2024 წელს დაიწყებს და ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი აზიურ წარმოებაზე კომპანიის დამოკიდებულების შესამცირებლად. კუკი ამბობს, რომ Apple-მა ჩიპების მიწოდება შესაძლოა, ევროპის ქარხნებიდანაც გააფართოვოს.

არიზონას ქარხნის ოპერატორი Apple-ის ექსკლუზიური პარტნიორი, ჩიპების მწარმოებელი კომპანია, Taiwan Semiconductor Manufacturing Co (TSMC) იქნება. გამოცემის თანახმად, TSMC აშშ-ში მეორე ქარხანასაც ეძებს. მას შემდეგ, რაც Bloomberg-მა კუკის სიტყვები გაავრცელა, TSMC-ის აქციები ტაივანის ვაჭრობაზე 2,9%-ით გაიზარდა.

ტაივანურ კომპანიაში აცხადებენ, რომ ქარხანა თავდაპირველად თვეში 20 000 ჩიპს აწარმოებს და 5-ნანომეტრულ საწარმოო პროცესს გამოიყენებს. თუმცა Apple უფრო მოწინავე, 3-ნანომეტრულ ჩიპებისკენ მიისწრაფვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქარხნის სიმძლავრე კომპანიას საწყის ეტაპზე ვერ დააკმაყოფილებს.

Bloomberg-ის ცნობით, Apple-ს აშშ-ში სხვა ადგილობრივი მიმწოდებლებიც ჰყავს, რომლებიც კომპონენტებს ქვეყნის შიგნით აწარმოებენ. მაგალითად, Mac Pro-ს კომპიუტერები, რომლებიც აშშ-ში იყიდება, ტეხასში იწყობა. თუმცა ამჟამად Apple-ის პროდუქტების საბოლოო აწყობა ჩინეთსა და მეზობელ ქვეყნებში ხდება.

კომპანია თავისი მოწყობილობებისთვის პროცესორებს ტაივანში მდებარე TSMC ქარხნებიდან იღებს. კუკის თქმით, პროცესორები, რომლის გლობალურ მიწოდებაში ტაივანის წილი 60%-ია, Apple-ის თითქმის ყველა პროდუქტის საფუძველში დევს. ჩიპებს, რომლებსაც Apple ქმნის, TSMC ამზადებს, ამიტომ, Bloomberg-ის შეფასებით, ამ წარმოების ნაწილის შეერთებულ შტატებში დაბრუნება, „მრავალი წლის შემდეგ აზიაზე დამოკიდებულების შესამცირებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!