კომპანია ნოვა ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. საწყის ეტაპზე, ხუთი მეგობრის მიერ შექმნილი კომპანიის საქმიანობის სფეროს სამშენებლო მასალების იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენდა.
2011 წლიდან ნოვამ საკუთარი საწარმოო ხაზი გახსნა, რომლის მოდერნიზაცია და გაფართოვებაც დღემდე გრძელდება. კომპანია უკვე 300-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორისაა: პოლიეთილენის ავზები, სახურავის მასალები, თაბაშირ-მუყაოს და მეტალოპლასტმასის პროფილები, წყლის ბარიერები, სხვადასხვა აქსესუარები და ა.შ.
“ნოვამ’ საკუთარ სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თანამშრომლებით სამსახურის პირველ დღეს იხსენებენ :