ბიუჯეტში გათვალისწინებულია და იანვრიდან პირველი ჯგუფის შშმ პირები 275 ნაცვლად 340 ლარს მიიღებენ, მე-2 ჯგუფის 140 ნაცვლად 175-ს , მე-3 ჯგუფში შემავალი ჯანმრთელობის სტატუსის მქონე პირები თუ დღემდე 100 ლარს იღებდნენ, ბიუჯეტის გაზრდის პარალელურად მათი შემოსავალი 135 ლარი იქნება.
ექსპერტების თქმით ბიუჯეტში თანხების მობილიზება ქვეყანაში ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელმა გამოიწვია და მთავრობა პრიორიტეტებს არ ცვლის
გასამმაგდა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა, 50 ლარი უკვე 150 გახდა. არ გამორიცხავენ ბიუჯეტის ზრდასთან ერთად ამ მიმართულებით დამატებით ფინანსების მობილიზებაც მოხდეს.
2023 ბიუჯეტში თანხები დევნილთა სახლების მშენებლობებისთვისაც არის გათვალისწინებული პრემიერ მინისტრმა უკვე დააანონსა, რომ 7000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მალე დაიწყება, რისთვისაც 250 მილიონი ლარი დაიხარჯება.