ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკაპარტნირებისიახლეები

კომპანია ‘თენოს“ პროდუქცია ევროპის ქვეყნებში, ქართველი ემიგრანტების დახმარებით გაიყიდება

0
გაზიარება

კომპანია TENO LINES-ის დამფუძნებელი ნონა ხუბულური პროდუქციის გატანას საზღვარგარეთ, ევროპის ქვეყნებში აპირებს, გაყიდვებში კი ქართველი ემიგრანტები იქნებიან ჩართულნი.

„თენო’’ ერთ-ერთი წარმატებული ქართული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა სახის ტექსტილს, თეთრეულს, ფარდებს, ბალიშებსა და საბნებს აწარმოებს. კომპანია ორიენტირებულია ძირითადად სასტუმროების მომსახურებაზე, მაგრამ ხშირად ემსახურებიან რესტორნებსა და საავადმყოფოებსაც.

გარდა ზემოთ აღნიშნული პროდუქციისა, „თენო“ კომპანია „ თმასთან“ ერთად აწარმოებს მაღალხარისხიან შამპუნებს, ბალზამებსა და სასტუმროებისთვის საჭირო სხვა პროდუქციას.

ახლა კი პროდუქცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ აქტიურად გაიყიდება, რაშიც პარტნიორი კომპანიები და ევროპაში მოქმედი ქარხნების იქნებიან ჩართულნი. აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტირება 100% საქართველოდან იქნება, რაც საშუალებას აძლევს ქართველ ემიგრანტებს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ საქართველოს და ქართული პროდუქციის გაყიდვაში ჩაერთონ.  ევროპაში მოქმედი ქარხნების მიერ წარმოებული პროდუქცია „თენოს“ პროდუქციასთან ერთად საქართველოს გავლით, ქართული მენეჯმენტირებით გაიყიდება.

„გვაქვს იდეა ჩვენი პროდუქციის გაყიდვებში ჩაერთონ ქართველი ემიგრანტები. ჩვენ ვასწავლით მათ ყველაფერს რაც საჭიროა გაყიდვებისთვის, როგორ ესაუბრონ მყიდველს, რაზე გაამახვილონ ყურადღება და რა არის საჭირო წარმატებული გაყიდვებისთვის, ეს ყველაფერი კი დაეხმარებათ მათ უფრო მეტი გამოიმუშაონ და თან ჰქონდეთ მეტი სიახლოვე საქართველოსთან“ – განაცხადა კომპანია „თენოს“ დამფუძნებელმა ნონა ხუბულურმა Geobusinessnews-თან საუბრის დროს.

 

მოლაპარაკებების დასრულებისთანავე კომპანია „თენო’ მზად არის ევროპაში წარმოების გასატანად. პროდუქციის ევროპის ქვეყნებში გატანა კი საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და ქართული წარმოების პოპულარობას შეუწყობს ხელს.

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი მაქსიმუმზეა

2024 წელს, 3 თვეში საქართველოში ჯამში, 32,204 ერთეული 486,575 მლნ აშშ დოლარის ავტომობილი შემოვიდა, საიდანაც ჩინეთზე 1,7% მოდის. საქსტატის მონაცემებით,აღნიშნულ პერიოდში 547 ერთეული (7,824 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი…

აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 24.8%-ით შემცირდა და $278 მლნ დოლარი შეადგინა

2024 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.8%-ით (91.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ…

5 ივლისს წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა – Business Summit 2024 გაიმართება

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, 24 მაისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის მიერ დაგეგმილი წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა, Business Summit 2024 გაიმართება 5 ივლისს -  ინფორმაცია ამის შესახებ SGBA-ს ფეისბუქ გვერდზე…

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ  4GB Festival-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა. „გაცნობებთ, რომ 4GB…

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილების მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!