ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ აზიზ ბენ სალმან ალ საუდმა განაცხადა, რომ ამისთვის 70 მლრდ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში იქნება საჭირო.
მინისტრის განცხადებით: „ ამ პროექტების ძირითადი წილი მოვა ქალაქებზე ელ-ჯუბაილი, რას-ელ-ჰაირი, ჯიზანი და იანბუ. „სამიზნე პროექტები მოითხოვს დაახლოებით 100 კვ.კმ სამრეწველო მიწების ფართს ამ ქალაქებში. დაგეგმილია ნავთობის ექსპორტისთვის ახალი პორტის აშენება რას-ელ-ჰაირში, იმ გეგმის შესაბამისად, რომლის თანახმად საუდის არაბეთი 13 მლნ ბარელამდე გაზრდის ნავთობის დღიურ მოპოვებას. ასევე დაგეგმილია პორტების გაფართოვება ელ-ჯუბაილსა და იანბუში და ახალი პროტის მშენებლობა რას-ელ-ჰაირში“ – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, უნდა დაიწყოს ნავთობქიმიური კომპანია Saudi Basic Industries Corporation (SABIC)-ის თანამშრომლობა ნავთობკომპანია Saudi Aramco-სთან ნედლი ნავთობის გადამამუშავებელი ახალი პროექტის მშენებლობაზე ქალაქ რას-ელ-ჰაირში, რომლის სიმძლავრე იქნება 400 ათასი ბარელი დღიურად. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ქვეყანას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის.