განათლებადღის სიახლეებიეკონომიკატექნოლოგიები

ქუთაისის საერთაშირისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბლოკჩეინის სისტემით გადახდის ფუნქციის მქონე ვებ-გვერდი შექმნეს

0
გაზიარება

 

ქუთაისის საერთაშირისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დავით პეტრიაშვილმა და ადამ კარამმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნეს ვებ-გვერდი GMT- ჰოლდინგისთვის. ეს არის კომპანია, რომელიც ძირითადად აგრარულ პროდუქტზე მუშაობს. ახალგაზრდებმა პროექტის „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) გადაწყვეტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSMEs)“ ფარგლებში იმუშავეს, რომელიც KIU-ში USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებით განხორციელდა.

სტუდენტებმა შეისწავლეს უახლესი ტექნოლოგიები, შემდეგ კი რეალურ პროგრამაზე იმუშავეს და შექმნეს ვებ-საიტი, რომელიც ბიზნესს უკვე გადაეცა. ამის შემდეგ GMT- ჰოლდინგის მომხმარებელს ანგარიშსწორება არატრადიციული გზით, კრიპტოვალუტის საშუალებით შეეძლება.

ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის გამოყენების ნაკლები პრაქტიკა არსებობს, ამიტომ ახლაგაზრდებს ბევრი სიახლის გაცნობა მოუწიათ. დავით პეტრიაშვილის თქმით: ,,პროექტის ფარგლებში მოგვიწია განსხვავებული ტექნოლოგიების შესწავლა. გარკვევა თუ რას წარმოადგენს ბლოკჩეინი. საიტზე გადახდის სისტემა და ავტორიზაცია გავაერთიანეთ, რადგან ორივე კრიპტოვალუტის საფულეზე იმუშავებს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ანგარიშსწორება ონლაინ ხდება პირდაპირ ორ ადამიანს შორის, ანუ ამ გზით მომხმარებელს ყოველგვარი ზედამხედველისა და შუამავლის, მაგალითად ბანკის გარეშე შეეძლება გადაიხადოს პროდუქტის ღირებულება“

GMT ჰოლდინგის დამფუძნებელმა გოგა კვარაცხელიამ აღნიშნული პროექტის შესაძლებლობის შესახებ სტუდენტური ბიზნეს პროექტების გამოფენზე შეიტყო. კომპანია მართავს რამდენიმე სტარტაპს, მათ შორის, ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ პლატფორმას – „ციფრული სოფელი“. საქმიანობის გათვალისწინებით აღმოაჩინა, რომ სტუდენტების მიერ შეთავაზებული პლატფორმა სწორედ მის ბიზნესზე იყო მორგებული და თანამშრომლობაც შედგა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ პროექტის ფარგლებში უკვე აიყვანა 5 თანამშრომელი, ასევე იგეგმება თავად სტუდენტებთან თანამშრომლობა.

,,სტუდენტებმა ICT სიტემების დანერგვის კუთხით ძალიან დიდი კონტრიბუცია შეიტანეს ჩვენს კომპანიაში. მოგეხსენებათ ციფრულ სოფელს ეხება საუბარი და ICT სექტორი, ICT სისტემები ზუსტად ის სისტემებია, რაზეც ჩვენი კომპანია მუშაობს. თავიდან ბოლომდე იმ ტექნოლოგიებზე ვართ დამოკიდებული რაზეც სტუდენტებმა იმუშავეს. შედეგად მივიღეთ უფრო ოპტიმიზებული და გაუმჯობესებული პლატფორმა. ამასთანავე, იმპლემენტაციამ მოითხოვა განსხვავებული პროფესიების ჩართვა, მათ შორის ექსპერტების. პროექტის ფარგლებში ავიყვანეთ 5 ახალი კადრი. ვმუშაობთ ასევე სტუდენტებთან თანამშრომლობის საკითხზე“, -აცხადებს  გოგა კვარაცხელია.

სამუშაო პროცესში ჯამში 250-მდე კომპანია და KIU-ს 100-მდე სტუდენტი იყო ჩართული. ახალგაზრდა ნოვატორებმა დამკვეთი კომპანიებისთვის შექმნეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ონლაინ-პლატფორმები, ხოლო ხელშეკრულება სულ 6 კომპანიასთან გაფორმდა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!