კომპანიამ BIA Forst სხვა ნაწარმთან ერთად, ასევე ამზადებდა ემბლემებს კომპანიისთვის Mercedes-Benz. გერმანული მედიის ცნობით, ის რომ მწარმოებელი გაკოტრდა ჯერ კიდევ ნოემბერში გახდა ცნობილი, ახლა კი ვიგებთ რომ მოხდა ქარხნის გაჩერება, ხოლო თანამშრომლებს დეკემბრიდან დაითხოვენ. ჟურნალისტები კომპანიის გაკოტრების მიზეზად გლობალურად ავტომობილების გაყიდვების შემცირებას, ასევე პროდუქციის გამოცემაზე ხარჯების ზრდასა და დენის გაძვირებას ასახელებენ.
BIA Forst ამზადებდა ემბლემებს, რომლებიც „მერსედესებზე“ ვერტიკალურად მაგრდებოდა, მაგალითად მოდელებისთვის S-Class, GLS და Maybach. სხვა შემთხვევებში კი დიდი ზომის ემბლემა რადიატორის ცხაურაზეა დატანილი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი ემბლემის გარეშე არ დარჩებიან და მათ სხვა საწარმოებში დაამზადებენ.