1-ლი თებერვლიდან „თიბისიში“ სალაროდან თანხის გატანის საკომისიო გაიზრდება-„თიბისი ბანკი“. გავრცელებული ინფორმაციით, ეს წესი 2022 წლის 25 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო.
„ფიზიკური პირის საბარათე ანგარიშიდან თანხის უფასოდ ან შეღავათიანი პირობით გასატანად, გთხოვთ, ისარგებლოთ „თიბისის“ ბანკომატებით. 2023 წლის 1-ლი თებერვლიდან, ფილიალების სალაროებიდან, 3 000 ლარამდე თანხის გატანის მინიმალური საკომისიო იქნება გასატანი თანხის 2% (მინ. 2 ლარი), ხოლო უცხოური ვალუტის შემთხვევაში (1000 USD/EURO/GBP-მდე) – 2% (მინ. 1 USD/EURO/GBP),“ – ნათქვამია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არსებული წესით, სალაროდან თანხის გატანაზე საკომისიო 0,6% იყო.