ხორვატია კვირა დღეს მუშაობისთვის დასაქმებულებს 50%-ით მეტ ხელფასს გადაუხდის
ხორვატიის მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტის თანახმად დამსაქმებლებს კვირა დღეს მუშაობისთვის დასაქმებულებს უფრო მაღალი ხელფასი გადახდა მოუწევს-Euractiv
2023 წლის 1-ლი იანვრიდან ეკონომიკის ყველა სექტორში დასაქმებულებს კვირას მუშაობისთვის ჩვეულებრივ სამუშაო დღეზე 50%-ით მეტს გადაუხდიან. ამჟამად კვირა დღის სამუშაო ანაზღაურება 30-37%-ით მეტია. შრომის მინისტრი, მარინ პილეტიჩის განმარტებით, სამუშაო კვირა დღეების რაოდენობა თვეში სამით, ხოლო წელიწადში, მაქსიმუმ, 16-ით შეიზღუდება.
HUP-ს მიაჩნია, რომ კვირის, როგორც სამუშაო დღის რეგულირება პრობლემად რჩება, რადგან გაურკვეველია, იქნება თუ არა მუშახელის რაოდენობა საკმარისი ამ დღის საჭირო სამუშაოებისთვის. მაგალითად, ირენა ვებერი განმარტავს, რომ ამჟამად მუშებს შეუძლიათ, რელიგიური ან სხვა კეთილსინდისიერი მიზეზის გამო კვირა დღეს მუშაობაზე უარი განაცხადონ, „ასეთ პირობებში კი ნორმალური მუშაობის უზრუნველყოფა, თითქმის, შეუძლებელი იქნება.“
ხორვატი პროფკავშირები კვირას ორმაგ ანაზღაურებას მოითხოვდნენ, როგორც გერმანიაშია, სადაც ეს სტანდარტულ პრაქტიკას წარმოადგენს. თავის მხრივ, დამსაქმებელთა ეროვნული ასოციაცია HUP-ის თავმჯდომარე, ირენა ვებერი აცხადებს, რომ უფრო მაღალი ხელფასის აუცილებლობაზე დამსაქმებლები და პროფკავშირები ზოგადად თანხმდებიან.