ეკონომისტების შეფასებით, სტატისტიკური მონაცემები მათ აძლევთ საშუალებას ივარაუდონ, რომ მიწოდების ჯაჭვებში არსებული პრობლემები ნელდება და ეს ზრდის ალბათობას, შენელდეს ინფლაციური პროცესები, რაც გახდება პოზიტიური სიგნალი მსოფლიოს ცენტრალური ბანკებისთვის, რომლებმაც მეტად გაამკაცრეს მონეტარული პოლიტიკა ფასების შეკავების მიზნით.
მარკ ზანდის შეფასებით ინფლაციამ უკვე პიკს მიაღწია და ახლა უნდა დაიწყოს ფასების ზრდის ტემპის შენელება.გლობალურად ინფლაციამ ოქტომბერში 12,1% შედგინა, რიცხვი დარჩება პიკურ მაჩვენებლად მთელს ამ პროცესში.
Capital Economics-ის შეფასებით კი, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ბრაზილია, ტაილანდი და ჩილე, ინფლაციის პიკმა უკვე გადაიარა და დაიწყო შესუსტება.
გერმანიაში ფასები 4,2%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით, ზაფხულის შემდეგ ინფლაციური პროცესები შენელებულია ასევე აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.
G20-ის ქვეყნების მიერ გავრცელებული ინფლაციური მონაცემებიდან ნათლად ჩანს, რომ პროცესი შენელებულია.
ცალკეული ექსპერტები შიშობენ, რომ წიაღისეულზე ფასები შეიძლება კვლავ გაიზარდოს. ამის მაპროვოცირებელი კი შესაძლოა, გახდეს ჩინეთის ეკონომიკის სწრაფი ტემპებით აღდგენა და ასევე სანქციების ფონზე რუსეთის მხრიდან ექსპორტის კიდევ უფრო შემცირება.