რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ტაქსისტებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება და „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ტაქსის ნებართვა უფასოდ, მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ.
„ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში „ა“ კატეგორიის ტაქსის ნებართვა გახდება ფასიანი ქაღალდი. „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ნებართვა უფასოდ, მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ. ტაქსის ნებართვის წლიური მოსაკრებელი დარჩება უცვლელი. ტაქსების ნებართვების ბაზრის მომსახურება განხორციელდება ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, ნებართვით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ტაქსის მომსახურებით, ისე იჯარის, გირავნობის და რეალიზაციის ფორმით გადაცემით“,- აცხადებს კახა კალაძემ.