ევროპის მასშტაბით თითქმის ორჯერ შემცირდა ქარის მიერ გამომუშავებული ენერგიის წარმოება, რამაც ბუნებრივი აირის ფასის გაზრდა და საცავებიდან მისი მომხარების ზრდა გამოიწვია. სამშაბათს ევროპაში ელ-ენერგიიდან მიღებული ენერგიის წილი 8%-მდე შემცირდა, მაშინ როცა ორშაბათს 15% იყო, ხოლო გასულ კვირას საშუალოდ 18% და 22,4%-საც კი აღწევდა. შედეგად კი ნიდერლანდების TTF ჰაბში ბუნებრივი აირის ფასმა 7%-ით მოიმატა და 1000 კუბურ მეტრზე 1425 დოლარი შეადგინა.
გერმანიაში Bundesnetzagentur-მა ამინდის სიტუაცია შეაფასა „სტაბილურიდან“ „დაძაბულამდე“, „დაძაბული“ დონე კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამინდი 2018-2021 წლების ანალოგიური მონაკვეთის კვირის საშუალო მაჩვენებელზე 0-2 გრადუსით ნაკლებია. ეს კი ნიშნავს, რომ მოსალდონელია ენერგიის მოხმარების ზრდა. ეს უწყება ამავდროულად აფასებს ქვეყნის გაზით მომარაგების სიტუაციას და არ გამორიცხავს ვითარების გაუარესებას. BNetzA მოუწოდებს მომხმარებლებს გაზის ეკონომიისკენ, მარეგულირებლის აზრით, ზამთარში გაზის დეფიციტის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნება, თუ მიიღწევა მიზნობრივი მაჩვენებელი 20%-ით ეკონომიურად მომხმარებაზე.
ევროპამ უკვე დაიწყო გაზსაცავებიდან გაზის მოხმარებაც და ახლა მისი შევსების დონე 93,62%-ია, ეს კი 10,6%-ით მაღალია წინა 5 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა 28 ნოემბრიდან გაზის მარაგების მაჩვენებელი 0,27%-ით შემცირდა, რაც ახალი მაქსიმალური მაჩვენებელია მოხმარების სეზონის დაწყებიდან მოყოლებული. მიმდინარე წელს კი მოხმარების სეზონი 14 ნოემბერს დაიწყო, რაც ყველაზე გვიანი თარიღია 2003 წლის შემდეგ, როცა საცავებიდან გაზის მოხმარება დაიწყეს 4 ნოემბერს.
ევროპის კვლადაკვალ ფასებმა მოიმატა აზიაშიც, სადაც იაპონია-კორეის JKM Platts-ზე ფასმა 1154 დოლარს მიაღწია.
სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მსოფლიო ბაზრისთის ამერიკის გათხევადებული გაზის მარაგები. ქვეყანა სულ უფრო ზრდის მის ექსპორტს, პირველ რიგში ევროპაში, თუმცა მის წარმოებას მცირედით ზრდის. აშშ-შიც ევროპის მსგავსად უკვე დაიწყეს გაზის მოხმარება საცავებიდან. სულ წინა კვირას მოხმარებულია 2,3 მლრდ კუბ.მ გაზი, რაც მცირედით აღემატება ჩვეულებრივ ამ დროის მოხმარების მოცულობას. აშშ-ში ამ დროისთვის რეზერვების მაჩვენებელი 74%-ია, რაც 1%-ით ნაკლებია საშუალო მაჩვენებელზე.