ამერიკული კომპანია Twitter-ის რეკლამიდან მიღებული შემოსავლები ЕМЕА-ს რეგიონში შემცირდა 15% წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე სპეციალიზირებული პორტალი Platformer ავრცელებს.
პორტალი ეყრდნობა Twitter-ის შემოსავლების მიმართულების ანალიტიკოსს, რომელმაც თავის მხრივ ფინანსური ინფორმაცია გაავრცელა კოპრორაციულ მესინჯერში Slack. „ჩვენ რეკლამიდან შემოსავლების მნიშვნელოვან კლებას ვადევნებთ თვალს“ – დაწერა მან.
31 ოქტომბერს Twitter-ის ანალიტიკოსებმა აღმაოჩნეს, რომ შესაძლოა, დაკარგონ 15,7 მლნ დოლარის შემოსავალი ევროპელი, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკელი სარეკლამო დამკვეთებისგან. „ეს კატასტროფაა“ – განუცხადა პორტალს კომპანიის ერთ-ერთმა ყოფილმა წარმომადგენელმა, რომელსაც ადრე მმართველი პოზიცია ეკავა.
The Washington Post-მა დაწერა, რომ 100 უმსხვილესი სარეკლამო დამკვეთი კომპანიიდან მესამედმა უარი თქვა Twitter-თან თანამშრომლობის გაგრძელებაზე. გამოცემა აღნიშნავდა რომ ეს სოციალური ქსელი ჯერ კიდევ ძლიერ არის დამოკიდებული სარეკლამო შემოსავლებზე. გასულ წელს მისი შემოსავლების 90% სწორედ რეკლამიდან მიღებული თანხა იყო. დანარჩენი კი ლიცენზირებიდან და სხვა სერვისებიდან მიიღო.