დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ საათებისა და აქსესუარების შემდეგ სუნამოს წარმოება დაიწყო. „ციკოლიას ქვევრი“ – ასე ერქმევა სუნამოს, რომელიც დიზაინერის თქმით, საქართველოში მალე გამოჩნდება.
„ჩემთვის ოცნების ასრულების დღე! ქართული ბრენდით პირველად წარმოებული სუნამოს ჩამოსხმა დაიწყო, ციკოლიას ქვევრი მალე საქართველოს ესტუმრება“ – წერს ზვიად ციკოლია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და წარმოების შესახებ ვიდეოსაც აქვეყნებს.
ციკოლიამ სუნამოს წარმოება 2022 წლის დასაწყისში დააანონსა. „თავიდან იქნება 3 განსხვავებული არომატი 3 განსხვავებულ ფლაკონში. არომატები იქმნება სპეციალურად ციკოლიასთვის და არ გაიმეორებს რომელიმე ბრენდის სუნს”, – წერდა ზვიად ციკოლია წლის დასაწყისში.