ტალინში უცხოელი დიპლომატები უფასო პარკირებით ვეღარ ისარგებლებენ,თუმცა ელჩები და დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები შეღავათით ისევ ისარგებლებენ.სააგენტო ERR
საკრებულოს მიერ დადგენილების პროექტით, უფასო პარკირებით ისარგებლებენ დიპლომატიური წარმომადგენლობების მანქანები CMD სერიის სარეგისტრაციო ნომრით, რომლებიც ელჩებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებზე არის გაცემული. ამჟამად ტალინში 33 ასეთი ავტომანქანაა. CD და AT სერიის სარეგისტრაციო ნომრების მქონე მანქანებს, რომლებიც ყველა სხვა დიპლომატზე გაიცემა, ტალინში უფასო პარკირების უფლება ჩამოერთმევათ. ესტონეთის დედაქალაქში 200-ზე მეტი ასეთი მანქანაა.
რეზოლუციის პროექტს ტალინის საკრებულო პირველი მოსმენით დღეს განიხილავს, ხოლო ახალი წესის ამოქმედებას 2023 წლის 1-ლი ივლისიდან ვარაუდობს. მანამდე ქალაქის ხელისუფლება შეეცდება, დიპლომატების მანქანების გასაჩერებლად საელჩოებთან ორ-ორი საპარკინგე ადგილი მოაწყოს. ახალი წესი ცენტრსა და ძველ ქალაქში მანქანების რაოდენობის შემცირებასა და პარკირების გამარტივებას ისახავს მიზნად. ტანელ კიიკი,ამბობს, რომ „უფასო პარკირებით დიპლომატების მანქანების ასეთი ფართო უზრუნველყოფა მსოფლიო პრაქტიკაში გამონაკლისია.“