ფასდაკლების ბარათის გამოყენება გორში მდებარე კომპანიების უმრავლესობაში უკვე შესაძლებელია.რესტორან “ვილა პარკ გორის“ სპონსორობით დამზადებული ბარათები წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელმა, მაია ტატულაშვილმა 2200 -ზე მეტ პედაგოგს უკვე გადასცა.ფასდაკლების ბარათის შეკვეთა ნებისმიერ დროს ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ბარათის მფლობელებს ფასდაკლებით სარგებლობის უპირატესობა აქვთ სილამაზის სალონებში, სტომატოლოგიურ კლინიკებში, ავეჯის მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რესტორნებსა და კაფე-ბარებში. სპეციალურ შეთავაზებები Salenews.ge-ზე განთავსდება.
„წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის საკმაოდ ბევრი პარტნიორი ჰყავს ქალაქ გორში, რაც ნიშნავს იმას, რომ SALENEWS CARD-ის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ასოციაციის წევრ კომპანიაებში სპეციალური შეთავაზებებით და წლის განმავლობაში დაზოგონ საკმაოდ დიდი თანხები, არა მარტო გორში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი პარტნიორი კომპანიების შეთავაზებებით,ამისთვის კი თვალი უნდა ადევნონ კომპანიის ფეისბუქ გვერდს, Salenews.ge და ასევე თვითონ ვებ გვერდს, სადაც კატეგორიების მიხედვით ნახავენ პარტნიორი კომპანიების შეთავაზებებს „ – წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელი, მაია ტატულაშვილი
წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციაში გაწევრიანება ნებისმიერი ბიზნესის მფლობელს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში მათ სპეციალური განაცხადი უნდა შეავსოს, რომელიც geobusinessnews.com-ზეა განთავსებული