ამერიკულმა Apple Inc. ბოლო პერიოდში დააჩქარა მუშაობა საკუთარი წარმოების გარკვეული ნაწილის ჩინეთის ფარგლების გარეთ გატანასთან დაკავშირებით.კომპანია მოუწოდებს მომწოდებლებს გააძლიერონ მზადება Apple-ის პროდუქტების აწყობისთვის აზიის სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით ინდოეთსა და ვიეტნამში.კომპანია ცდილობს შეამციროს დამოკიდებულება ტაივანის საწარმოზე, რომელიც Foxconn-ის მფლობელობაშია.
Apple-ს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ბოლოდროინდელმა არეულობამ ჩინეთის ქალაქ ჟენჯოუში, სადაც მდებარეობს Foxconn-ის დიდი ქარხანა iPhone-ისა და Apple-ის სხვა პროდუქტების წარმოებისთვის. გაზეთის ცნობით, ნოემბრის ბოლოს ქარხნის 300 000-მა მუშამ გააპროტესტა დაბალი ხელფასები და ასევე მკაცრი კოვიდ შეზღუდვები.
ანალიტიკოსების აზრით, ბოლო მოვლენების ფონზე, კომპანია ვეღარ გრძნობს თავს კომფორტულად ჩინეთში ბიზნესის ასეთი მნიშვნელოვანი კონცენტრაციით – წერს გამოცემა.
გაზეთის ერთ-ერთი ვერსიით, Apple განიხილავს პროდუქციის ასაწყობი ქარხნების რაოდენობის გაზრდას, თუნდაც საწარმოები ჩინეთში მდებარეობდნენ. თუმცა განხილვაში მონაწილე პირები ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ Apple-მა პარტნიორებს ჩინეთის გარეთ წარმოების დაწყების დაჩქარებასთან დაკავშირებით უკვე შეატყობინა.