„პოლოეთის სეიმმა შრომის კოდექსში დისტანციური მუშაობის შეტანას დაუჭირა მხარინური რადიოს“მიერ გავრცელებული ინფორმაციით სეიმმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით შესაბამისი დადგენილება მიიღო, რასაც 430 დეპუტატი მიემხრო, 12 კი წინააღმდეგი იყო. თავი არავის შეუკავებია. პროექტი ითვალისწინებს დისტანციური სამუშაოს მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულება შესაძლებელია დასაქმებულის მიერ მითითებულ ადგილზე და დამსაქმებელთან წინასწარი შეთანხმებით.
კანონის თანახმად, დამსაქმებელი დისტანციურ მუშაობაზე უარს ვერ ეტყვის, მაგალითად, მშობლებს, რომლებიც ოთხ წლამდე ბავშვს ზრდიან, ასევე, შშმ პირებზე მზრუნველ თანამშრომლებსა და ორსულ ქალებს. თუმცა ეს ნორმა არ შეეხება იმ შემთხვევებს, როცა სამუშაო ადგილზე ყოფნა საქმიანობიდან გამომდინარე აუცილებელია, როგორიც არის, მაგალითად, მეხანძრეობა, პოლიციელობა და ა.შ.
კოდექსში შევა როგორც მუდმივი, ასევე, ჰიბრიდული, ანუ დამსაქმებლისა და თანამშრომლის შეთანხმებით განსაზღვრული დისტანციური სამუშაო. ცვლილება განსაზღვრავს პერიოდულად დისტანციურ სამუშაო რეჟიმს, რომელიც დასაქმებულის მოთხოვნით წელიწადში არა უმეტეს 24 დღე შესრულდება იმ შემთხვევაში, როცა, მაგალითად, დასაქმებულს ავადმყოფი ბავშვის მოვლა უწევს. დამსაქმებელს, ასევე, შეუძლია, თავისი თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე საგანგებო სიტუაციებში, მაგალითად, ხანძრის ან პანდემიის დროს გადაიყვანოს.