დღის სიახლეებისიახლეები

ICPC-ის ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება 47-მა გუნდმა, მათ შორის საქართველოდან 17-მა გუნდმა მოიპოვა

0
გაზიარება

ICPC-ის ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება 47-მა გუნდმა, მათ შორის სომხეთიდან 14, აზერბაიჯანიდან 16 და საქართველოდან 17-მა გუნდმ მოიპოვა. დამატებით 10-მდე ძლიერი გუნდი ჩაერთვება სამხრეთ კავკასიის ღია პირველობაში. ICPC-ის ნახევარფინალი 7 დეკემბერს ჩატარდება ერთ დროულად სანქტ-პეტერბურგში, ალმათიში, ქუთაისში და ბარნაულში. 8 დეკემბერს ჩატარდება სამხრეთ კავკასიის ღია პირველობის პერსონალური შეჯიბრება, სადაც დისტანციურად დაშვებულია უკრაინის რამდენიმე საუკეთესო სტუდენტი-პროგრამისტი. ლიბერთი ბანკის მხარდაჭერითა და სტრატეგიული პარტნიორობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს მასპინძლობს.

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტარდება 2022-2023 წლების სეზონის უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC – Internatimal Collegiate Prohgramming Contest) ნახევარფინალი ე. წ. ჩრდილო ევრაზიის ზონაში (NERC – Northern Eurasia Regional Contest) შემავალი სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გუნდებისთვის. ამავე დღეს, პარალელურად, საერთო მონიტორის თანხლებით ეს შეჯიბრება ჩატარდება კიდევ სამ საშეჯიბრო მოედანზე, რომლებიც მოწყობილია ალმათიში (ყაზახეთი), ბარნაულში და სანქტ-პეტერბურგში. ამ საშეჯიბრო მოედნებიდან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილე გუნდების საერთო რაოდენობა გადააჭარბებს 240-ს. ეს ნახევაფინალური ზონა ფარავს პოსტ-საბჭოთა სივრცის უმეტეს ნაწილს (უკრაინის, მოლდავეთისა და ბალტიისპირეთის გამოკლებით) და ნამდვილად უძლიერესია მსოფლიოს ნახევარფინალურ ზონებს შორის. საკმარისია ითქვას, რომ აგერ უკვე 15 წელიწადზე მეტია, რაც ყოველწლიურად მსოფლიო ჩემპიონატის მედლების ნახევარი ამ ზონის წარმომადგენლებზე მოდის. ცხადია, სისტემატიური მონაწილეობა ძლიერი შემადგენლობის შეჯიბრებებში სასიკეთოდ აისახება ყველა მონაწილეზე და ხელს უწობს მათი პროფესიული დონის ზრდას“ -თეოდორე ზარქუა, შეჯიბრების დირექტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი.

ლიბერთიმ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტ მიმართულებად განათლება და ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა აირჩია. მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა გავმხდარიყავით მსოფლიო მასშტაბით ერთერთი ყველაზე მაღალრეიტინგული შეჯიბრის -დაპროგრამებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორები. ვფიქრობთ, აღნიშნული ჩემპიონატი არაერთ ნიჭიერ ახალგაზრდას გამოავლენს, რომლებიც პროგრამირების მიმართულებით ქვეყნის წამყვან კომპანიებში და მათ შორის ჩვენსბანკშიც გააგრძელებენ საქმიანობას. ვიმედოვნებთ, გამორჩეული სტუდენტები, ლიბერთისთან ერთად გადადგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს და ქვეყნის ერთერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ კომპანიაში მიიღებენ სამუშაო გამოცდილებას.“- თორნიკე ბენიძე, ლიბერთის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!