დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

ავსტრიაში შესაძლოა სიჩქარის გადაჭარბებისთვის მძღოლებს მანქანები ჩამოართვან და აუქციონზე გაუყიდონ

0
გაზიარება

მმართველი კონსერვატორებისა და „მწვანეების“ კოალიციის მიერ გამოცხადებული საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს ავსტრიის წესების გამკაცრებასა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობასთან დაახლოებას, როგორიც არის მეზობელი გერმანია და შვეიცარია. ხელისუფლება აცხადებს, რომ არალეგალური ქუჩის რბოლისა და სიჩქარის ექსტრემალური გადაჭარბების შემთხვევების გაკონტროლება სურს.

აშნიშნულ გეგმაზე ავსტრიის მთავრობა უკვე მუშაობს. ტრანსპორტის მინისტრ ლეონორ გევესლერმა აღნიშნული გეგმის წარდგენის დროს განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.

„იმ სიჩქარით, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ვერავინ შეძლებს, სრულად აკონტროლოს თავისი მანქანა. ამ დროს მანქანა ხდება უმართავი იარაღი და საფრთხე სრულიად უდანაშაულო ადამიანებისთვის,როცა მანქანა აღარ გყავს, მას ვეღარ ააჩქარებ! სწორედ ამიტომ არის ეს ღონისძიება ასე წარმატებული სხვა ქვეყნებში და დამრღვევ პირს ურტყამს იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკივა. შესაბამისად, მოსახლეობაც დაცულია. მართალია, ეს ზომები მკაცრია, მაგრამ საჭიროა“ – აცხადებს ლეონორ გევესლერი.

მთავრობის გეგმის მიხედვით, ავტომობილის ორ კვირამდე ჩამორთმევით დაისჯება ნებისმიერი მძღოლი, რომელიც სიჩქარეს 60 კმ/სთ-ით გადააჭარბებს ქალაქში, სადაც სიჩქარის ლიმიტი, როგორც წესი, 50 კმ/სთ-მდეა, ხოლო 70 კმ/სთ-ით გადაჭარბების გამო იმ ადგილებში, სადაც სიჩქარის ლიმიტი 130 კმ/სთ-მდეა. ქალაქში სიჩქარის ლიმიტის 80 კმ/სთ-ზე ან სხვა ადგილებში 90 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება მანქანის სამუდამო ჩამორთმევითა და აუქციონზე შემდგომი გაყიდვით დაისჯება, რაც თანაბრად შეეხება როგორც პირველ, ისე განმეორებით დამრღვევ პირს.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!