2019 წელს, კოვიდ პანდემიის პირობებში გორში თავდაუზოგავი შრომისა და განსაკუთრებული გუნდის მეშვეობით საუკეთესო ობიექტი შეიქმნა,რომელიც უგემრიელესი კერძებითა და შესანიშნავი გარემოთი უკვე წლებია საზოგადოების განწყობასა და მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. „ტერასა გორი“ წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის წევრია და Salenews card-ის მფლობელებს 5 %-იან ფასდაკლებას სთავაზობს „ტერასა გორის“ყველა პროდუქტზე
„ტერასა გორი“, რომელიც უგემრიელესი კერძებით,მისაღები ფასებით,არაჩვეულებრივი დიზაინით, ინტერიერითა და მრავალფეროვანი ბარით გამოირჩევა, რაც ჩვენს მომხმარებლებს დიდ კომფორტს უქმნის. „ტერასა გორის“ მიმართ დიდი დაინტერესებაა ტურისტული კუთხით, ჩვენს რესტორანში ძალიან მეგობრული გარემოა, რის გამოც ტურისტები,რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან უგემრიელესი კერძების პარალელურად ქართულ სიტყვებსა და ცეკვებს სწავლობენ.სწორედ აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ინტერესია ტურისტული კომპანიების მხრიდან „ტერასა გორის“ მიმართ.ჩვენი რესტორანი გვაძლევს საშუალებას გვქონდეს ოთხი სხვადასხვა სივრცე ერთ რესტორანში, რაც ნიშნავს იმას, რომ გვაქვს როგორც ტერასა, ასევე რესტორანი, კაფე და ძველი სტილის რესტორანი.
ტერასა გორი ბიზნესის ასოციაციის წევრია, შესაბამისად SALENEWS CARD-ის მფლობელებს „ტერასა გორში“ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ 5%-იან ფასდაკლებით ყველა პროდუქტზე,რომელიც ტერასა გორში არსებობს, ასევე გარდა იმ მუდმივ 5%-იანი ფასდაკლებისა „ტერასა გორი“ მომხმარებლებს ძალიან ბევრ სიურპრიზს უმზადებს,იქნება როგორც საჩუქრები, ასევე გათამაშებები,ამიტომ გამოგვყევით ფეისბუქ გვერდზე,რათა არ გამოგრჩეთ სიახლეები“ – თორნიკე მაისურაძე -„ტერასა გორის“ PR მენეჯერი
„ტერასა გორი“, რომელიც ერთ რესტორანში ოთხ სხვადასხვა სივრცეს აერთიანებს, ამ ეტაპზე აქვს შესაძლებლობა 500 სტუმარს უმასპინძლოს,თუმცა 2023 წლის გაზაფხულიდან შეიცვლება დიზაინი, ინტერიერი და სრულიად განახლებულ სივრცეში „ტერასა გორი“ 600 სტუმარს უმასპინძლებს,სამომავლოდ კი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ქალაქში „ტერასა გორის“ ფილიალების გახსნა იგეგმება
მისამართი : ქალაქი გორი, ჭავჭავაძის N36