მილიარდერი, რეი დალიო ამერიკული კომპანია Triton Submarines-ის თანამფლობელი გახდა, რომელიც მდიდარი კლიენტებისთვის წყალქვეშა ნავებს აწარმოებს. ინფორმაცია Financial Times-თან (FT) ინტერვიუს დროს რეი დალიომ განაცხადა.
რეი დალიომ უარი თქვა იმ პირობების გამხელაზე, რომლითაც წილი შეიძინა.მილიარდერს ოკეანის კველვის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს,რომელიც ოთხ წყალქვეშა ნავს და ოკეანის სამეცნიეირო კვლევით გემს, OceanXplorer-ს ფლობს. OceanXplorer გამოიყენებოდა National Geographic-ისა და Disney-ის ოკეანის კვლევის პროექტში, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც ჯეიმს კამერონი იყო.
Triton Submarines 2007 წელს პატრიკ ლეხმა და ბრიუს ჯონსმა იახტების მფლობელებისთვის წყალქვეშა ნავების ასაშენებლად დაარსეს. წყალქვეშა ნავების ღირებულება, რომელსაც კომპანია აწარმოებს, 2,5 მილიონიდან 40 მლნ დოლარამდე მერყეობს. Triton Submarines ყოველწლიურად ოთხ-ხუთ წყალქვეშა ნავს აწარმოებს.
Triton Submarines-ის წილის შეძენა რეი დალიოს ჯეფ ბეზოსის, ილონ მასკისა და რიჩარდ ბრენსონის პირისპირ აყენებს, რომლებიც ე.წ. მილიარდერების კოსმოსურ რბოლაში მონაწილეობენ. დალიო აცხადებს, რომ ოკეანის შესწავლა „უფრო საინტერესოდ და მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე კოსმოსის ათვისება.“
ოქტომბერში 73 წლის რეი დალიომ ჰეჯფონდ Bridgewater-ის აქციათა საკონტროლო პაკეტზე უარი განაცხადა, რომელიც მან 1975 წელს შექმნა. თუმცა კომპანიაში რჩება როგორც ინვესტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი და მენტორი.
რეი დალიოს ქონება 19,1 მლრდ დოლარად არის შეფასებული- Forbes Real Time