დღის სიახლეებისიახლეები

სამმხრივ სამიტზე საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპისთვის თურქმენული გაზის მიწოდების საკითხს განიხილავენ

0
გაზიარება

დღეს თურქეთის, თურქმენეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები სამმხრივ სამიტზე საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპისთვის თურქმენული გაზის მიწოდების საკითხს განიხილავენ. სამიტი კასპიის ზღვისპირა ქალაქ თურქმენბაშში, კერძოდ, ეროვნულ ტურისტულ ზონა „ავაზაში“ გაიმართება-ინფორმაციას Bloomberg თურქეთის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამ საკითხს სამიტზე განვიხილავთ. იმედი მაქვს, რომ თურქმენული გაზი ჩვენს ქვეყანას კასპიის გავლით მიეწოდება,სამიტის მთავარი დღის წესრიგი ბუნებრივი გაზის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროებია და სამივე სახელმწიფოს მეთაური, საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გაწეული სამუშაოს შემდეგ, ახალ ფორმატში დაიწყებს მუშაობას. ერდოღანმა, ასევე, განაცხადა, რომ მხარეები არაერთი შეთანხმების ხელმოწერას გეგმავენ, რომლებიც „ქვეყნებს შორის კავშირის საფუძველს განამტკიცებენ“ – განაცხადა ერდოღანმა.

Bloomberg-ის მონაცემებით, თურქმენეთის უზარმაზარი რესურსები ძირითადად გამოუყენებელია, რადგან აშხაბადი ევროპაში მათ ტრანსპორტირებას ვერ ახერხებს. მიზეზი ისაა, რომ კასპიის ზღვის, შემდეგ კი მილსადენის გავლით თურქმენული გაზის ტრანსპორტირების შეთანხმება არ არსებობს. სააგენტოს ცნობით, თურქმენული გაზის, თითქმის, მესამედი ჩინეთს, დანარჩენი კი შიდა ბაზარს და რუსეთს მიეწოდება. 2020 წლის ბოლოს თურქმენეთის გაზის მარაგმა 13,6 ტრილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც რუსეთის მარაგის მესამედს აღწევდა.

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ ფატიჰ დონმეზის განცხადებით, თურქეთი, ევროპისა და აზიის საზღვარზე სტრატეგიული მდებარეობის გამო, ენერგოტრანზიტისთვის საკვანძო მარშრუტად გადაქცევას ცდილობს. ამ მიზნით უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაორმაგების შესახებ.

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!