Orlen, გრძელვადიანი ჩარტერული ხელშეკრულების ფარგლებში, ნორვეგიული კომპანია Knutsen OAS Shipping-ის გემებს გამოიყენებს, რომელიც ასეთი ტანკერების ტექნიკურ მომსახურებასა და კომერციულ ექსპლუატაციაში არის სპეციალიზირებული. კონტრაქტის თანახმად, გემთმფლობელი პასუხისმგებელი იქნება დატვირთული გემების დაკომპლექტებასა და კარგი ტექნიკური მდგომარეობის მხარდაჭერაზე, ხოლო ტანკერების მუშაობაზე სრულ კომერციულ კონტროლს კომპანია, PGNiG Supply & Trading განახორციელებს, რომელიც Orlen-ის შემადგენელი ნაწილია.
პირველი ორი ტანკერი უკვე აშენდა და კონცერნი მათ მომავალ წელს მიიღებს, 2025 წლის ბოლოსთვის კი გაზის გადამზიდავი გემების რაოდენობა რვამდე გაიზრდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ Orlen-ისთვის ტანკერებს სამხრეთკორეული კომპანია, Hyundai Heavy Industries აშენებს. პირველი ორი გემის მშენებლობას, დაახლოებით, 18 თვე დასჭირდა. პირველ მათგანს პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის სახელი, „ლეხ კაჩინსკი“ ეწოდა, მეორეს კი პოლონეთის რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის სახელი, „გრაჟინა გენსიჩკა“ დაარქვეს. ორივე პოლიტიკოსი 2010 წელს, სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.
„პოლონეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაცია.ბუნებრივი გაზის იმპორტს უკვე მთლიანად რუსეთის გარედან ეწევა, რაც LNG-ის საიმპორტო სტრატეგიის შედეგია და თანმიმდევრულად ხორციელდება. Orlen-ის მონაცემებით, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდება უკვე პოლონეთის მოთხოვნილების, თითქმის, 30%-ს აკმაყოფილებს. Orlen-ის აღმასრულებელი დირექტორი, დანიელ ობაიტეკი აცხადებს, რომ LNG-ის ტრანსპორტირების სტაბილურობას ექსკლუზიური გამოყენებისთვის კომპანიის მიერ ინდივიდუალური შეკვეთებით შექმნილი გემები უზრუნველყოფენ, რაც „გლობალურ ბაზარზე Orlen-ის პოზიციებს აძლიერებს”-ნათქვამია განცხადებაში.