დღის სიახლეებიმეღვინეობაპარტნირებისაინტერესო სიახლეებისასტუმროებისიახლეები

მეღვინეობა ბალავარი – მრავალფუნქციური კომპლექსი უნიკალური თვისებებით

0
გაზიარება

კომპანია „ბალავარი“, რომელიც ქართულ ბაზარზე არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა ახალი გამოწვევის წინაშეა. ბალავარს ბაზარზე წარმოდგენილი ექნება, როგორც ღვინო, ასევე სასტუმრო კომპლექსი,რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ არხილოსკალოში, თბილისიდან 160 კილომეტრის მოშორებით შენდება.მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსი უნიკალურ მდებარეობით გამოირჩევა და მალე ერთადერთ ნეფროლოგიურ კურორტად მოგვევლინება საქართველოში, რომელიც 100-მდე ვიზიტორს უმასპინძლებს.    დსტ-ს მასშტაბით მხოლოდ ორი ნეფროლოგიური კურორტი:არხილოსკალოსა და ყაზახეთში იყო. ყაზახეთში გასარწყავების შედეგად კურორტი აღარ არსებობს, შესაბამისად დსთ-ს ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი, ნეფროლოგიური კურორტი დარჩა.

„მრავალფუნქციური სასტუმრო განკუთვნილი იქნება მთელი ოჯახისთვის და სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ უძველეს ქვევრებში დაყენებული ღვინო, რომელსაც თავისებური და უნიკალური არომატი აქვს. ბალავარის მარანი საუკუნეების წინ შეწყვეტილ ტრადიციას აგრძელებს და ღვინოს გასული საუკუნის 50-იანწლებში, ისტორიული ჰერეთიდან გადმოტანილ ქვევრებში აყენებს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ აგრეთვე, ბიო ვენახის ყურძნით დაყენებული ეკოლოგიურად სუფთა ღვინის დაგემოვნების. ვიზიტორებს  საშუალება ეძლევათ, აქამდე უცნობი ადგილების დათვალიერების. სასტუმროში იგეგმება ტურების მოწყობა დედოფლისწყაროს რ-ნში და მის გარშემო კულტურულ და ისტორიულ ძეგლებზე. გარდა ამისა, ეზოში მოეწყობა  ღია აუზი და სატრენაჟორო დარბაზი და რაც მთავარია, სასტუმროს ერთ ერთი ულამაზესი ადგილი იქნება გადასახედი და რესტორანი, საიდანაც ხელისგულივით მოჩანს ჰერეთი, ალაზნის ველი და კავკასიონის ქედის დასასრული – დარუბანდი.  კომპანია გეგმავს გორებზე ტერასული ტიპის ვენახების გაშენებას, რაც უფრო მიმზიდველს გახდის ამ ადგილს ტურისტებისთვის. მოეწყობა ტურები, როგორც ფეხით სიარულის მოყვარულთათვის, ასევე ცხენით და კვადროციკლებით“ – ირინა ნამგალაური

სასტუმროს ეზოში განთავსებული იქნება ქვევრის ჭაჭის მარანი, სადაც შესაძლებლობა ექნებათ სტუმრებს მონაწილეობა მიიღონ ჭაჭის გამოხდაში და ჩურჩხელების ამოვლებაში.   ეს იქნება ერთადერთი ადგილი საქართველოში, რომელიც თავის უნიკალურ მდებარეობასთან ერთად გამოირჩევა იმით,რომ არამხოლოდ სასტუმროს, არამედ ნეფროლოგიური კურორტის ფუნქციებსაც შეითავსებს.

„შირაქის გაშლილ ვაკეზე მდებარე არხილოსკალოსთვის დამახასიათებელია მზიანი დღეები და სტეპის სუსტი მშრალი ქარები, რაც დაბალ ტენიანობასთან ერთად ორგანიზმიდან წყლის ინტენსიურ აორთქლებას უწყობს ხელს. სწორედ ეს განაპირობებს დაბალი მთის კლიმატური კურორტის პროფილს. არხილოსკალოში ფუნქციონირებდა ბავშვთა ნეფროლოგიური სანატორიუმი, სადაც შარდსასქესო სისტემის დაავადებებს მკურნალობდნენ.მისი სამკურნალო ფაქტორი უკავშირდება დაბალი მთისა და ველის ჰავებს, რომელიც ხელს უწყობს შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების მკურნალობას, როგორებიცაა: ნეფრიტი, პილეონეფრიტი და ცისტიტი“ – ირინა ნამგალაური

ბავშვთა ნეფროლოგიური სანატორიუმი, რომელიც არხილოსკალოში მდებარეობდა საკმაოდ ცნობილი  იყო, სწორედ ამიტომ „მეღვინეობა ბალავარი“ ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას და ცდილობს აღადგინოს ის გარემო, რომელსაც ადრე საკმაოდ ბევრი ადამიანი სტუმრობდა. ეს არის ბუნების საჩუქარი, რომელიც უნდა გამოიყენოს ხალხმა.

„ადგილობრივი მოსახლეობა იხსენებს, თუ როგორ გაიგო საზოგადოებამ მისი სამკურნალო თვისებების შესახებ. როგორც ვიცით, რუსეთის იმპერიის დროს არხილოსკალოში განთავსებული იყო კატორღა. პატიმრების ექიმის მეუღლეს თირკემელების პრობლემა ჰქონდა. ის არხილოსკალოში გარკვეული პერიოდის ცხოვრების შემდეგ  გამოჯანმრთელდა და მას შემდეგ დაიწყეს გარემოზე დაკვირვება. აინტერესებდათ თუ რამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მკვეთრი ცვლილება. დაკვირვებამ აჩვენა, რომ მზის სხივებს სამკურნალო თვისებები გააჩნია. გარდა ამ ქალბატონისა არაერთი პატიმრის განკურნებასაც იხსენებენ ადგილობრივები. სწორედ ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ გახდა კურორტი ცნობილი ყველასთვის და მას შემდეგ სანატორიუმს არაერთი უცხოელი თუ ქართველი ადამიანი სტუმრობდა“ – ირინა ნამგალაური

სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება და ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, არამხოლოდ სასიამოვნოდ გაატარონ ცხოვრების რამოდენიმე დღე, არამედ ნეფროლოური პრობლემის არსებობის შემთხვევაში აღმოფხვრან ის უბრალოდ იქ ყოფნით და დასვენებით.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი…

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!