დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

მესის და მბაპეს ფინანსური მდგომარეობა

0
გაზიარება

გამოცემა Forbes-ის თანახმად, წინა წელს მესიმ ფეხბურთის თამაშით 75 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც პლანეტაზე მას ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად აქცევს. მხოლოდ ფრანგულ კლუბ „პარიზ სენ ჟერმენში“ მისი ხელფასი 35 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ფეხბურთელი კვირაში 738,000 დოლარს, დღეში 105.000 დოლარს, საათში კი 8,790 დოლარს გამოიმუშავებს.

მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა კი გასულ წელს 55 მილიონი დოლარი იყო. გარდა კრიპტოპლატფორმა Siocios-თან 20 მილიონ დოლარიანი თანამშრომლობისა, მესის პორტფოლიო მოიცავს Adidas-თან, Budwaiser-თან და PepsiCo-სთან კონტრაქტებსაც.

კარიერის განმავლობაში მესის 1.15 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს გამომუშავებული – აქტიური მოთამაშეებიდან მხოლოდ სამმა ათლეტმა, ლებრონ ჯეიმსმა, კრიშტიანუ რონალდუმ და ტაიგერ ვუდსმა შეძლეს მეტის გამომუშავება. მესის კაპიტალი 600 მილიონ დოლარამდეა და მის საკუთრებაშია ძვირად ღირებული მანქანების კოლექცია, მდიდრული უძრავი ქონება, სასტუმროები, კერძო თვითმფრინავი და სხვ. Transfermarkt-ის თანახმად, ამჟამად არგენტინელის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი დოლარია.მესის ფასი პიკს 2018 წელს აღწევდა, როდესაც ის 180 მილიონ დოლარად ფასობდა. მესი ფულს ქველმოქმედების მიზნითაც ხარჯავს. 2007 წელს UNICEF-თან თანამშრომლობით შექმნა “ლიონელ მესის ფონდი”, 2017 წელს ფონდი ომის შედეგად ობლად დარჩენილ 1600-მდე სირიელ ბავშვს დაეხმარა, 2019 წელს კი 218,000 დოლარი გამოყო კენიის მოქალაქეებისთვის საკვებითა და წყლით მოსამარაგებლად.

კილიან მბაპე

კარიერის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე მყოფი ახალგაზრდა ფრანგი ვარსკვლავის კაპიტალი მოკრძალებული 150 მილიონი დოლარია. კილიან მბაპე Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად ათლეტებს შორის 35-ე ადგილზეა.

23 წლის ასაკში მბაპე ფრანგული ფეხბურთის სახეა. მისი სპონსორები Nike, Dior, Oakley და Hublot არიან. Nike-თან მისი 10-წლიანი კონტრაქტი 187 მილიონ დოლარიანია. ამჟამად ის ამ კონტრაქტებით 15 მილიონ დოლარს იღებს.

Forbes-ის თანახმად, მბაპე მიმდინარე 2022/23 წლების სეზონზე, საერთო ჯამში, 128 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი გამოიმუშავა კარიერის განმავლობაში ფრანგმა ფეხბურთელმა. მიუხედავად იმისა, რომ ის ამჟამად ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელების ათეულში არ შედის, თუ კარიერას ნაადრევად არ დაასრულებს, ერთ დღეს ის ამას ნამდვილად მიაღწევს. Transfermarkt-ზე ფრანგი ფეხბურთელი ამჟამად 160 მილიონი დოლარი ღირს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!