„გალფის“ ქსელში ბავშვებისთვის – ტრადიციული, მასშტაბური საქველმოქმედო კამპანია დაიწყო. 19 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით, Gulf Club-ის ბარათით შეძენილი საწვავის თითოეული ლიტრიდან 10 თეთრი საქველმოქმედო ანგარიშზე ავტომატურად შეგროვდება და მთელი საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახზე გადანაწილდება.
კამპანიისთვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა csr.gulf.ge, სადაც ლაივ რეჟიმში ყველას შეუძლია თვალი ადევნოს თანხის შეგროვების პროცესს. ასევე თითოეული მომხმარებელი ყოველ ტრანზაქციაზე SMS-ის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ რა თანხას გადარიცხავს კომპანია მისი სახელით და იმ მომენტისთვის ჯამში რა თანხაა მობილიზებული.
თანხა, რომელიც კამპანიის ფარგლებში შეგროვდება, 19 იანვრისთვის უკლებლივ ყველა ოჯახზე გადანაწილდება.