დღის სიახლეებისიახლეები

„გურმანია“ – გურმანია რითეილის პირველი სუპერმარკეტი ორთაჭალაში გაიხსნა

0
გაზიარება

სავაჭრო სივრცე ორთაჭალაში, დიდი ხეივნის ქუჩის 2 ნომერშია განთავსებული,რომელიც მომხმარებლის განწყობაზე მორგებულ სერვისს და განსხვავებული პროდუქციის ასორტიმენტს ხარისხის მაქსიმალური კონტროლით გთავაზობთ.

კომფორტულ ინფრასტრუქტურასა და პრემიუმ სივრცეში წარმოდგენილია როგორც იმპორტული, ასევე, ადგილობრივი ფერმერებისა და მცირე მეწარმეების ექსკლუზიური პროდუქცია.მათ შორის, „ფრუტ ლოჯისტიკის“ მიერ „გურმანიას“ ბრენდით წარმოებული ჯემების, მურაბების, კომპოტების და საწებლების ფართო ასორტიმენტი, “აუგუსტის” წვენები და ჯემები, სამხრეთ აფრიკული ღვინოების მრავალსახეობა, ქართული ღვინის პრემიუმ ხაზი წინანდლიდან.

„გურმანია“  გთვაზობთ საოჯახო და მცირე მარნების ღვინოებს, ალკოჰოლური სასმელებს “ბენჟი”, “ეფემერა”, ქართული წარმოების ჯინის, „ნეითივ რაჭას“ ხორც-პროდუქტებს, თაფლი „ალპიდას“, „კერკის“ ჩირეული, „ცივის ყველის“ განსაკუთრებული ასორტიმენტი, „პიკანტოს“ ნახევრდამუშავებული ინდაურის პროდუქციას, „სნექის“ არაქისის კარაქი, “სპაისელას” საწებელი, “ბუეთის” და “ჩაისმთის” ქართული ჩაის და სხვა.

პრემიუმ სივრცის კაფეში კი მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს მრავალფეროვანი კერძები, ტკბილეული, ასევე, უგემრიელესი ტონიო ლამბორგინის ყავა და „მანნას“ სურნელოვანი ჩაი. სუპერმარკეტი მომხმარებელს 08:00 საათიადნ 22:00 საათამდე მოემსახურება.

„გურმანია“ ადგილობრივი ინვესტიციითა და Gazelle Finance-ს ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. გურმანია რითეილი თბილისის მასშტაბით კიდევ 10 სუპერმარკეტის გახსნას და ქსელურ მომსახურებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!