დღის სიახლეებისიახლეები

თბილისში ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების სისტემა დაინერგება

0
გაზიარება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების სისტემა დანერგოს.კალაძის განმართებით შუქნიშნის ხმოვნები განკუთვნილია იმისათვის, რომ უსინათლო ადამიანებს გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ ეს მთელ მსოფლიოში ადაპტირებულია.

„საჭიროა მეტროსადგურების ადაპტაცია ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, გაჩერებების გამოცხადების სისტემის დანერგვა. ამაზე მუშაობა უკვე დავიწყეთ. მინდა კიდევ ერთხელ დავავალო შესაბამის სამსახურს და მაქსიმალურად დაჩქარდეს ხმოვანი სისტემების დანერგვის პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაქვს ინფორმაცია, რომ შუქნიშნის ხმა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, პრეტენზიებს გამოთქვამენ. მინდა, ყველამ გაითვალისწინოს, რომ შშმ პირები ჩვენი საზოგადოების ნაწილია. მათი უფლებაა თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ. საბჭოზე ვიმსჯელეთ, რომ უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება, რაც გულისხმობს დღისა და ღამის საათებში ხმის რეგულირებას – აცხადებს კახა კალაძე.

რეაბილიტირებულ ქუჩებზე ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის მოწყობილია სპეციალური აპარატურით აღჭურვილი შუქნიშნები, რომლის მეშვეობით ქვეითად მოსიარულეებს, მათ შორის შშმ პირებს უსაფრთხოდ შეუძლიათ ქუჩის გადაკვეთა. შუქნიშნებზე დამონტაჟებული განსაკუთრებული დაცვის ღილაკი, რომელიც აღჭურვილია აკუსტიკური მახასიათებლით, ასევე შუქნიშნის სხვადასხვა ფაზები ინტეგრირებულია ხმოვანი სიგნალითა და ვიბრაციით.

თბილისის მერის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მცირე მხედველი ან უსინათლო ადამიანებისთვის განკუთვნილი სპეციალური 18 მოწყობილობა დაზიანდა, თითოეული მათგანის ღირებულება კი, 2 500 ლარს შეადგენს.

„ასეთი ფაქტები, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. ძალიან სამწუხაროა ვანდალიზმი, რაც გვაქვს ქალაქში. ასე ნამდვილად გაგვიჭირდება და არაფერი გამოვა. თუ მუნიციპალიტეტი ვალდებულია იზრუნოს ამ ქალაქზე, განავითაროს, ყველას მოარგოს, გაითვალისწინოს თითოეული მოქალაქის საჭიროება და მათი უსაფრთხოება, ასევე ვალდებულია ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი გავუფრთხილდეთ ამ ულამაზეს ქალაქს, იმ ინფრასტრუქტურას, რომელსაც ყველა ერთად ვაკეთებთ, ჩვენ, აქ მსხდომი ადამიანები, თქვენ, რომლებიც გადასახადებს იხდით. ერთად ვქმნით, ვალამაზებთ და ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს, მაგრამ თუ ჩვენვე დავაზიანებთ, დავამტვრევთ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია და ასე ნამდვილად გაგვიჭირდება ქალაქის განვითარება“, – აცხადებს კალაძე

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!