დღის სიახლეებისიახლეები

FINA-ს ახალი მობილური აპლიკაცია,რომელიც სავაჭრო ბიზნესს აღრიცხვის პროცესს გაამარტივებს

0
გაზიარება

კომპანია FINA 11 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე არაერთი ბიზნესის აღრიცხვისა და მართვის სისტემა ეკუთვნის. FINA -მ შეიმუშავა მარტივი, ინტუიციური ინტერფეისით აღჭურვილი აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მობილურიდან ან პლანშეტიდან შეგეძლებათ განახორციელოთ გაყიდვები, შეამოწმოთ შემოსული თანხა, აღრიცხოთ მარაგები ან გამოწეროთ სასაქონლო ზედნადები.

მცირე მაღაზიის, საწყობის, ან გადატვირთული ფართის მფლობელებისთვის ნაცნობია ძვირად ღირებული აღრიცხვის სისტემების და POS-ტექნიკის შეძენის დილემა, როცა დიდი ბიზნესისთვის განკუთვნილი რთული ფუნქციები რეალურად არაა საჭირო და კომპიუტერისთვის ადგილის გამონახვაც პრობლემაა.

შეიქმნა აპლიკაცია, FINA24 ვაჭრობა Basic ქლაუდი, რომლიც სიახლეა ქართულ ბაზარზე და ანალოგი არ გააჩნია.პროგრამა შეგიძლიათ იქირავოთ თვეში 40 ლარიდან. თავსებადია როგორც android-ის, ასევე ios და windows ოპერაციულ სისტემებთან. ინსტალაციას არ სჭირდება დამატებითი ხარჯი, ან ტექნიკური დახმარება. ქლაუდ ტექნოლოგიების მეშვეობით, სერვერზე შენახული თქვენი მონაცემები დაცული და ხელმისაწვდომია 24/7-ზე. ინტერნეტის წყვეტის შემთხვევაში ირთვება offline რეჟიმი, მონაცემები ინახება და კავშირის აღდგენის მერე იტვირთება სერვერზე სამუშაო პროცესის შეფერხების გარეშე, რასაც „ჭკვიანი სინქრონიზაციის“ ფუნქცია ავტომატურად უზრუნველყოფს.

მენეჯერული მართვის განხორციელება შესაძლებელია ვებ ინტერფეისის საშუალებით, კერძოდ, შესყიდვების და სხვა სასაქონლო ოპერაციების განხორციელება, RS-თან ინტეგრაცია, სტატისტიკის და ანალიტიკური მონაცემების კონტროლი. მობილური ტელეფონის გარდა შესაძლებელია გამოყენებული იქნას პლანშეტი, ან ნებისმიერი კომპიუტერული ტექნიკა.

FINA-ში მიაჩნიათ რომ მათ მიერ შექმნილი პროდუქტი უნიკალურია ხარჯების და მართვის პროცესების ოპტიმიზაციის კუთხით და ფართო გავრცელებას პოვებს ბაზარზე, რაც რეალურად დაეხმარება სავაჭრო ბიზნესების მფლობელებს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!