დღის სიახლეებისიახლეები

2023 წლის თებერვლიდან საბერძნეთის ხელისუფლებამ შესაძლოა ქვეყნის მოსახლეობას საკვები ხარჯების 10% დაუფინანსოს

0
გაზიარება

საბერძნეთის ხელისუფლება გეგმავს,რომ 2023 წლის თებერვლიდან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას საკვები ღირებულების 10% საბიუჯეტო სუბსიდიებით დაუფაროს. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისმა დააანონსა, რასაც სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას საკვებზე ხარჯების შემსუბუქებაში ექვსი თვის განმავლობაში დაეხმარება. მხარდაჭერის ეს ზომა ჭარბი მოგების გადასახადიდან დაფინანსდება, რომელსაც ორი ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იხდის.

პრემიერმა დააზუსტა, რომ ბიუჯეტიდან ამ პროგრამის ხარჯებისთვის 650 მლნ ევრო გამოიყოფა. მიცოტაკისის მონაცემებით, სუბსიდია ოჯახების 85%-ზე, ანუ საბერძნეთის, დაახლოებით, 8,4 მილიონ ადამიანზე არის გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!