დღის სიახლეებისიახლეები

23 დეკემბერს თბილისში 23 დეკემბერს თბილისში Future Agro Challenge Georgia გაიმართება

0
გაზიარება

Future Agro Challenge ყველაზე მასშტაბური გლობალური ინიციატივაა, რომლის მიზანიც სტარტაპების აღმოჩენა და მხარდაჭერაა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, საკვები და აგროტურიზმი.

ღონისძიების ფარგლებში, სტარტაპ ბიურომ, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდჭერით, სამი ბუტკემპი (ინტენსიური ბანაკი) და აქსელერაციის ორთვიანი პროგრამა განახორციელა,სადაც საკუთარ პროექტებს წარადგენენ აგროტექნოლოგიური სტარტაპები, რომლებიც აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობდნენ. გაიმართება მოწვეული სპიკერების პრეზენტაციებიც..

„ჩვენი დიდი სურვილია, სტარტაპ ეკოსისტემაში გამოჩნდეს მეტი ახალი აგროსტარტაპი, რომლებსაც ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით სამომავლო განვითარებასა და წარმატების მიღწევაში. Future Agro Challenge არის პროექტი, რომლითაც ახალ ტალანტებს აღმოვაჩენთ ყოველწლიურად და მათ მსოფლიოს გავაცნობთ“, – აღნიშნა გური ქოიავამ, სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელმა და Future Agro Challenge Georgia-ს თანაორგანიზატორმა.

„მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ მდგრადი სოფლის მეურნეობა თანამედროვე ტექნოლოგიებზე დგას. Future Agro Challenge სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც აღმოაჩენს, თავს უყრის და აძლიერებს ახალგაზრდების მოტივაციას, რომ ინოვაციების მეშვეობით გადიჭრას მიმდინარე და სამომავლო გამოწვევები“, – აცხადებს ირაკლი ჩიქავა, აგრო სოლუშენსის კომერციული დირექტორი და Future Agro Challenge Georgia-ს თანაორგანიზატორი.

ღონისძიება ორგანიზებულია სტარტაპ ბიუროს მიერ, Agro Solutions-თან პარტნიორობითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA), თბილისის მერიისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!