ინტერნეტ პორტალმა Models.com „წლის მოდელის“(Model of the Year Awards) გამარჯვებულები გამოავლინა:
2022 წელს მთავარი პრიზის მფლობელი ბელა ჰადიდი გახდა, რომელსაც მხარი როგორც ჟიურიმ, ასევე საიტის მკითხველმა დაუჭირა.
მეორე ადგილზე, პროფესიონალების ვერსიით, იტალიელი ტოპ-მოდელი ვიქტორია ცარეტი გავიდა. მკითხველის ვერსიით კი სუდანელ-ავსტრალიელი მოდელი ადუტ აკეჩი.
ნომინაციაში „წლის აღმოჩენა“ ექსპერტებმა დაასახელეს ნიდერლანდელი მილა ვან ეტენი, ხოლო მკითხველებმა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი. მეორეადგილოსანი ამ ნომინაციაში გახდა ამერიკა გონსალესი.
კაცებს შორის ჟიურიმ და მკითხველებმა წლის მოდელად ელტონ მეისონი დაასახელეს. მეორე ადგილზე მალიკ ბოდიანი გავიდა, ხოლო მკითხველებმა კორეელი ტეიმინ პარკი აირჩიეს. კაცებს შორის წლის აღმოჩენად მეიტი დრაზეკი და მატიე სიმონო დასახელდნენ. მეორე ადგილზე კი ფერნანდო კასაბლანკა გავიდა.
პრემიის ჟიურიში 400 სპეციალისტი იყო, მათ შორის ფოტოგრაფები, რედაქტორები, სტილისტები, ვიზაჟისტები, ქასტინგ-დირექტორები. ხოლო “სახალხო“ გამოკითხვაში 21 ათასმა მკითხველმა მიიღო მონაწილეობა.