დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

უცხოურ მედიაში ბათუმის შესახებ 150-მდე სტატია გამოქვეყნდა

0
გაზიარება

ბათუმის შესახებ უცხოურ მედიაში 150-მდე სტატია, ბლოგპოსტი და სიუჟეტი გამოქვეყნდა. Bloomberg, Euronews, Wanderlust, Conde Nast Traveler, Forbes, Dailymail და New York Times იმ გავლენიან მედიაგიგანტებს შორისაა, სადაც ბათუმის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები დაიბეჭდა. აჭარის ტურისტული შესაძლებლობები გააცნო მკითხველს ისეთი მსხვილი ტურისტული გამოფენების გამოცემებმაც, როგორებიცაა ბერლინის ITB BERLIN NEWS, ლონდონის WTM YEARBOOK და დუბაის ATM DUBAI DAILY PUBLICATION.

2022 წელი ბათუმისთვის გამორჩეული იყო საერთაშორისო აღიარებების კუთხითაც. 2022 წელს პირველად, ევროპის ჯილდოს შემდეგ ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო, როგორც მსოფლიოს წამყვანმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა, ასევე ოფიციალურად დასახელდა ბათუმი 2023 წლის World Travel Awards-ის ევროპის გალა ცერემონიის მასპინძელ ქალაქად. აღნიშნულმა მიღწევებმა, კიდევ ერთხელ განამტკიცა ბათუმის, როგორც მიმზიდველი და უსაფრთხო ტურისტული მიმართულების სტატუსი.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!