თიბისიმ ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულები 5 ნომინაციაში ფინალურ ღონისძიებაზე გამოავლინა, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის და მედიის 600-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ დაჯილდოვდა
„ლიდერი“ შიდა ქართლში მცხოვრებ სხვადასხვა სოციალური საჭიროების მქონე ქალებს ეხმარება, აძლიერებს, პროფესიას აძლევს, კერძოდ კი მათთვის ჭრა-კერვის შესწავლას და შემდგომ დასაქმებას უზრუნველყოფს. საწარმოში სწორედ სოციალურად მოწყვლადი ქალები არიან დასაქმებულნი: იძულებით გადაადგილებული პირები, სოციალურად დაუცველები, გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლის მცხოვრებლები შშმ პირები, მარტოხელა დედები და ა.შ. ამასთანავე, სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც დაიწყო სამკერვალო ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება, რაც გულისხმობს, სამკერვალო ქსოვილის მონარჩენის შეგროვებას საქართველოში არსებული 35 სამკერვალო საწარმოდან, მოსახლეობიდან და მის გადამუშავებას და მიღებული ნედლეულის რეალიზაციას. 2022 წელს გადამუშავდა 10 ტონა ტექსტილის ნარჩენი, ხოლო კომპანიას დღემდე გადამზადებული ჰყავს 312 სოციალურად მოწყვლადი ქალი, საიდანაც 186