ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორში 14 კომერციული ბანკია მათ შორის კი 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 277.5 მლნ ლარით, ანუ 0.4 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.2 პროცენტით გაიზარდა) და 2022 წლის ნოემბრის ბოლოს 67.5 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.