2022 წლის ნოემბერის მაჩვენებელი თითქმის 41 მლნ ლარით ნაკლებია წინა თვის, 9 მლნ ლარით. 2022 წელს ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ – იანვარ-ნოემბერში 14 კომერციული ბანკის წმინდა მოგებამ 1,974 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეს კი თითქმის 215 მლნ ლარით მეტია 2021 წლის 11 თვესთან შედარებით.
2022 წელს მიღებული წმინდა მოგება თვეების მიხედვით
იანვარი – 212,695 მლნ ლარი;
თებერვალი – 90,610 მლნ ლარი;
მარტი – 110,181 მლნ ლარი;
აპრილი – 109,394 მლნ ლარი;
მაისი – 159,034 მლნ ლარი;
ივნისი – 154,156 მლნ ლარი;
ივლისი – 292,462 მლნ ლარი;
აგვისტო – 168,049 მლნ ლარი;
სექტემბერი – 235,523 მლნ ლარი;
ოქტომბერი – 241,530 მლნ ლარი;
ნოემბერი – 200,667 მლნ ლარი.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 649,079 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 491,017 მლნ ლარი. ნოემბერში კომერციული ბანკების ხარჯებმა 421,824 მლნ ლარი შეადგინა.
ნოემბერში ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,011 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 72,895 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 45,093 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.