EastFruit-ის ანალიტიკოსების მიერ ბაზრის მონიტორინგის მორიგ ანგარიშის მიხედვით საქართველოში კარტოფილი ფასები დასტაბილურდა. პროდუქტზე ფასები სექტემბერში გაიზარდა, როდესაც ხანგრძლივი გვალვების შემდეგ სამცხე-ჯავახეთში დიდი მოსავალი არ იყო. საბოლოოდ, კი ბაზარი იმპორტის საშუალებით დასტაბილურდა.
ერთი კილოგრამი კარტოფილი საშუალოდ 1,80 ლარი ღირს. ანალიტიკოსების თქმით, ფასების ზრდა შეჩერდა იმპორტის დამსახურებით.
2022 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში იმპორტის მოცულობამ 2,2 ათასი ტონა შეადგინა, რაც ბოლო 5 წლის მაქსიმუმს წარმოადგენს. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია რუსეთი და ბელარუსი.
საქსტატის მონაცემებით, 11 თვეში, საქართველომ 5 489 ტონა (2,547 მლნ აშშ დოლარი) კარტოფილის იმპორტი განახორციელა.
ტოპ-5 ქვეყანას, საიდანაც წელს პროდუქტი ყველაზე დიდი მოცულობით შევიძინეთ, ჩამონათვალი ასეთია:
- გერმანია – 1180.8 ტონა (1 063 მლნ აშშ დოლარი)
- თურქეთი – 1054.8 ტონა (230.3 ათასი აშშ დოლარი)
- რუსეთი – 719.2 ტონა (185.7 ათასი აშშ დოლარი)
- ბელარუსი – 703.6 ტონა (192.7 ათასი აშშ დოლარი)
- აზერბაიჯანი – 527.6 ტონა (300 ათასი აშშ დოლარი)