დღის სიახლეებისიახლეები

„ქართული ბრენდის დღე 2022“ 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

0
გაზიარება

ღონისძიება 28 დეკემბერს ჩატარდა და 30-მდე პიროვნება და კომპანია თავისი დამსახურების მიხედვით, სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდა. დაჯილდოების ცერემონია „თბილისი პულმანი აქსის თაუერში“ გაიმართა და მას 200-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო.ბრენდ-პერსონას ტიტული ამჯერად ზურა ყიფშიძეს დამსახურებულად მიენიჭა.

გამარჯვებული კომპანიები ხუთ ნომინაციაში  დასახელდნენ: „ლიდერი“ გამარჯვებულები არიან  ფარმაცევტული კომპანია „პსპ ჯგუფი“, „თელავის ღვინის მარანი“, მედია ჰოლდინგი “ფორტუნა”, „ნატალია კვანტალიანის სისხლის  ბანკი“, სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი „დენსი“;  ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა“: სადაზღვევო კომპანია “არდი”, ბრენდი „K GROUP”, ავეჯის მწარმოებელი კომპანია „გრანდი“, კლინიკა „ტოტალ შარმი“,  შავიტის საიუველირო სალონი, “ზუზუმბო რეზორტი და სპა”, საბავშვო ბაღი ერუდიტები, საერთაშორის განათლების აკადემია „ბიდისი“, სილამაზის ცენტრი „საბრინა“; ნომინაციაში „წარმატებული ახალი ბრენდი“: ტურისტული კომპანია „სილქვეი ჯგუფი“, საკონდიტრო „ტკბილისი“, კომპანია „ოლიმპიო“.

ნომინაციისთვის “წარმატებული ტელეპროექტი” ჯილდო ოთხ გადაცემას გადაეცა – ტელეშოუს „ავტოგრაფი“, მუსიკალურ პროექტს „რანინა“, გადაცემას „ქალების ნარატივი“ და  თოქ შოუს „ღამის პრაიმ თაიმი“.

ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა“ წლის მოდურ დიზაინერად მანანა მანია დასახელდა, რომლის კოლექციაც ღონისძიებაზე ყველაზე ასევე მოდურმა ქალბატონებმა  ანი ამილახვარმა, თაკო ჭანუკვაძემ, ეკა ჩხეიძემ, ანკა ვასაძემ, ცისანა სეფიაშვილმა, ლელო ჩქარეულმა, ნინო თარხან-მოურავმა და მარინა კახიანმა წარადგინეს.

ამავე ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა“ ჯილდო გადაეცა გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც „ლალე“-ს შესრულებით დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანა. იგივე ნომინაციაში  გამარჯვებულმა ავტორ-შემსრულებელმა ნატო გელაშვილმა შვილებთან ერთად კი მთელი დარბაზი მისი ჰიტით „დეკემბერი“ აამღერა.

„ქართული ბრენდის დღის“ დაჯილდოებულთა სიაში არიან: ციცინო ფუტკარაძე წარმატებული ქართული ბრენდების შექმნისთვის; კომპანია „აგუნა“ტრადიციული ქართული მეღვინეობის მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის; კონსტანტინე სულამანიძე პლასტიკური ქირუგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მსოფლიო ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია „ესთა“ ქართულ-ებრაულ ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!