“Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace”-ში შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების რიგით მეთოთხმეტე ცერემონია გაიმართა. ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების რეიტინგებზე დაყრდნობით, პრესტიჟული სარეიტინგო ჯილდო “Leader of the Year” 50 ქართულ და უცხოურ კომპანიას გადაეცა. წარმატებული ბიზნესკომპანიების გამოვლენა და წარდგენა ობიექტური რანჟირების საფუძველზე ხდება და მთელი საქართველოს მასშტაბით ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით ყველა სფეროს მოიცავს
საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანია GM PHARMA-ს პრესტიჟული სარეიტინგო ჯილდო “Leader of the Year 2022” (წლის ლიდერი 2022) ორი კრიტერიუმით, ბრუნვასა და დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურების მიხედვით გადაეცა. დაჯილდოების ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ საერთაშორისო სერტიფიკატებითა და კედლის მედლით.
„ჩემთვის, როგორც GM PHARMA-ს აღმასრულებელი დირექტორისთვის, დიდი პატივია „წლის ლიდერის“ ჯილდოს უკვე მეოთხედ მიღება. GM PHARMA დაარსებიდან 22 წლის თავზე, სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერობას როგორც ბრუნვის, ასევე დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურების – საშუალო ხელფასის კრიტერიუმების მიხედვით.
GM PHARMA 2017 წლიდან წარმოადგენს №1 კომპანიას ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, გაყიდვების როგორც თანხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით. ამავდროულად, GM PHARMA ახორციელებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში, ამასთან აქვს წარმომადგენლობითი ოფისები დსთ-ს 5 ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან GM PHARMA-ს პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები ექსპორტის ქვეყნებში აჭარბებს გაყიდვებს საქართველოს ბაზარზე, რაც წინგადადგმული ნაბიჯია კომპანიის მთავარი მიზნისკენ – გახდეს გლობალური ორგანიზაცია და ხაზს უსვამს GM PHARMA-ს მნიშვნელოვან წვლილს საქართველოს ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებაში.
ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურების მიმართულებით ლიდერობა. კომპანია ზრუნავს თანამშრომლების როგორც მატერიალურ მდგომარეობაზე, ასევე პიროვნულ განვითარებაზე, რაც მათ ხელფასებსა და საუკეთესო სამუშაო პირობების შექმნაში გამოიხატება. ამასთან, აღსანიშნავია დასაქმებულებში სტაბილურობის შეგრძნება. იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო დამსაქმებლები ამცირებდნენ საშტატო ერთეულებს, ან სახელფასო განაკვეთს, GM PHARMA-მ როგორც 2021, ასევე 2022 წლის დასაწყისში საშუალო სახელფასო ფონდი უმეტეს დასაქმებულებზე საშუალოდ 15%-ით გაზარდა. კომპანიაში დასაქმებულია 600-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში. ისინი დაუღალავი შრომით ქმნიან GM PHARMA-ს წარმატებას“ – განაცხადა GM PHARMA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა ლევან ვარდუაშვილმა.